IDFI შვიდი სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

IDFI მედიაში 22 ივლისი 2014

იმ სამინისტროებიდან, რომელთა ხელმძღვანელებიც დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ სამინისტროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 67,6%-ს უდრის.


შედარებით მაღალია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, იგი 74,6%-ს შეადგენს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 90,8%-ს უდრის. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროსი - 99,7%-ს.


ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.


"გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებული მინისტრების უმეტესობის ხელმძღვანელობით სამინისტროებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლებიც, ინსტიტუტის შეფასებით, 2013-2014 წლებში იკავებდნენ მოწინავე პოზიციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების რეიტინგში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის მიხედვით",- აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში.


IDFI იმედს გამოთქვამს, რომ იმ ახალი მინისტრებისთვის, რომლებიც აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებად დაინიშნებიან, გამჭვირვალე და ღია მმართველობა მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

 

იხილეთ ბმული 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024