არასამთავრობოების განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 31 ივლისი 2015

2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი:

 

„პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, სრული იგნორირებით, დატოვეს 17 ორგანიზაციისა და 5000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალური მიმართვა/მოწოდებას, რომ „პანორმა თბილისის“ პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო;


ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება ერთი მხრივ ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემდა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფქისირებინა, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობდა საკითხისადმი საჯარო დისკუსიის წარმართვას;


იმ პიროებში, როდესაც წარმოდგენილ ლოკაციებზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს (მათ შორის: სატრანსპორტო, ეკოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით), გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა;

 

თუმცა, განცხადების ავტორებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ არ გამოიყენეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა იმ საკითხებზე, რომელიც პირთა ფართო წრის ინტერესებს ეხება;


სამინისტროსა და სააგენტოს, და შესაბამისად - სახელმწიფოს დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ვალდებულებებს მოქალაქეების წინაშე;


მიგვაჩნია, რომ „პანორამა თბილისის“ მასშტაბის პროექტზე შესაბამისი ნებართვის გაცემის პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა და გადაწყვეტილების ფარულად, დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) უმთავრესი პრინციპების დაცვის მიმართებულებით (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა);


ჩვენ ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ქვეყნისთვის, თუმცა გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ქალაქი ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს და ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილების დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ტფილისის ჰამქარი

მწვანე ალტერნატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024