IDFI-იმ კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სიახლეები 26 თებერვალი 2016

2016 წლის 19 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა IDFI-ს პროექტის „კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში განხილული იქნა ელექტრონულ გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, არსებული სიტუაცია და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ არსებული სიტუაცია.
IDFI-მ კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს წარუდგინა IDFI-ს გუნდის მომზადებული მუნიციპალური ვებგვერდების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და მოდელური ვებგვერდის პირველადი ვერსია.
ინსტიტუტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკუთარი ხედვები მუნიციპალური ვებგვერდების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოამზადოს ვებგვერდის ახალი ფორმა, რომელიც დაინერგება შესაბამის თვითმმართველობებში. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში IDFI არა მხოლოდ მოამზადებს ვებგვერდის კონცეფციას, არამედ მიიღებს მონაწილეობას მისი უშუალო იმპლემენტაციის პროცესში. ამასთანავე, IDFI-მ გამოთქვა მზადყოფნა მოამზადოს მუნიციპალიტეტების შესაბამისი თანამშრომლები ვებგვერდების ადმინისტრირებაში და მათზე შინაარსის განთავსების საკითხებში.შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე და ვებგვერდების გარშემო არსებულ სიტუაციაზე.


საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე განსაკუთრებით დიდია პროექტის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპების დანერგვის კუთხით. კერძოდ, ახალ კოდექსში გაიწერა როგორც ინფორმაციის გამოქვეყნების მინიმალური მოთხოვნები ისე მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმის უზრუნველყოფის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ვებ რესურსები შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს, კანონით გაწერილ მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს თვითმმართველობებში მოდელური საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმატებით იმპლემენტაცია დასაბამს დაუდებს მუნიციპალიტეტების ვებგვერდების საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე გარდაქმნას.
პროექტის განხორციელების პროცესში IDFI თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024