IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 18 ივლისი 2016

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას დაეკისრათ გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2014 წლის 12 დეკემბერს მისი უკანონო დაკავების ფაქტზე. ამ სიახლემ ქართული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

“პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა დატოვებული ძალაში, რომლის მიხედვითაც, სოლიდარულად საქართველოს პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემს სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური მორალური ზიანის ანაზღაურება,“ განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 - თან ინტერვიუში. 

 

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა ქრონიკასთან საუბრისას, გიორგი კლდიაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ მისი დაკავება მის სამსახურებრივ აქტივობას, კერძოდ კამპანია "ეს შენ გეხებას" უკავშირდებოდა. "მე მივიჩნიე და ეს არაერთ განცხადებასა თუ ანგარიშში იქნა აღნიშნული, რომ ამას ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა," გიორგი კლდიაშვილი. 

 

ტელეკომპანია 1 არხი - გადაცემა მოამბე, სრულად საუბრობს დაკავების ოფიციალურ დეტალებზე: „შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა აი-დი-ეფ-აის დირექტორს გიორგი კლდიაშვილს კომპენსაციას გადაუხდიან. საქმე ეხება 2 წლის წინ, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, არასამთავრობო ორგანიზაცია დირექტორის დაკავების ფაქტს. როგორც ცნობილია, მას კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული იარაღი, მაღაზიაში შეკეთების შემდგომ სახლში მიჰქოდა, თუმცა გადატანის ნებართვა არ ჰქონდა. ფაქტზე საგამოძიებო უწყებებმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და კლდიაშვილი 3 დღით დროებით იზოლატორში მოათავსეს. სასამართლომ მის წინააღმდეგ დევნა მალე შეწყვიტა და ჩათვალა, კლდიაშვილს მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა ეკუთვნოდა.“ 

 

ეს სიახლე ასევე გააშუქა ტელეკომპანია კავკასიამ, გადაცემა დღეს-ში. სიუჟეტში ჟურნალისტი საუბრობს თანხის ოდენობაზე რაც სახელმწიფო უწყებებს დაეკისრათ გიორგი კლდიაშვილისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად - "საერთო ჯამში 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის ანაზღაურება, მისი უკანონო დაკავების ფაქტზე." “პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა დატოვებული ძალაში, რომლის მიხედვითაც, სოლიდარულად საქართველოს პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემს სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური მორალური ზიანის ანაზღაურება,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა ტელეკომპანია კავსასიასთან საუბრისას. 

 

მიიჩნიეს რა თემა მნიშვნელოვნად ტელემაუწყებლებმა ეს სიახლე 3 საინფორმაციო გადაცემაში გადმოსცეს.

 

გიორგი კლდიაშვილის საქმის შესახებ სიახლე ასევე გააშუქეს შემდეგმა რადიო მაუწყებლებმა და ინტერნეტ-პორტალებმა, რომლებმაც უცვლელად გამოაქვეყნეს ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია:  

 

რადიო მაესტრო, 

 

რადიო პირველი,

 

რადიო იმედი, 

 

www.news.ge,

 

www.medianews.ge,

 

www.newposts.ge,

 

www.info9.ge,

 

www.ick.ge,

 

www.interpressnews.ge,

 

www.ipress.ge,

 

www.frontnews.ge,

 

www.liberali.ge,

 

www.newpress.ge. 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024