IDFI-მ ჩაატარა ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლებაზე პროექტ „50 საჯარო მოხელის“ ფარგლებში

სიახლეები | ტრენინგები 18 მარტი 2016

2016 წლის 15-16 მარტს, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიწვევით პროექტის „50 საჯარო მოხელე“ ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი საჯარო პოლიტიკასა და ინფორმაციის თავისუფლებაზე.

 

ტრენინგის პირველ დღეს თამარ იაკობიძემ მონაწილეებთან ისაუბრა პოლიტიკის სხვადასხვაგვარ მნიშვნელობაზე, საჯარო პოლიტიკის პროცესის ანალიზის მოდელებზე, მართვასა და მმართველობაზე და კარგი მმართველობის ძირითად პრინციპებზე. პრეზენტაციის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლოთ შეკითხვის რეჟიმშიც მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. მიღებული ინფორმაცია მონაწილეებმა გამოიყენეს პრაქტიკულ სავარჯიშოში, რომელიც პოლიტიკურ სისტემასა და სექტორების ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფურად და წარმოადგინეს პრეზენტაციები. პრაქტიკული სავარჯიშოდან ნათლად გამოჩნდა მმართველობის მნიშვნელობა და სექტორებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში.


დღის მეორე ნახევარში ლევან ავალიშვილმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლებაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე და ზოგადად იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გამოიყენოს საჯარო ინფორმაციის მისაღებად. დღის განმავლობაში მონაწილეებმა ტრენერთან ერთად ისაუბრეს საჯარო ინფორმაციის მათთვის საინტერესო საკითხებზე, მოთხოვნის გაგზავნის დეტალურ პროცედურებზე და ა.შ.


ტრენინგის მომდევო დღეს ლევან ავალიშვილმა ისაუბრა IDFI-ს მრავალწლიან პრაქტიკაზე ინფორმაციის თავისუფლების სფეროში, კერძოდ, პროექტზე ,,საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათასობით მოთხოვნა იგზავნებოდა საჯარო დაწესებულებებში. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობის გაზრდა. ლევან ავალიშვილმა დეტალურად ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების გარშემო საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებზე და სხვადასხვა საინტერესო შემთხვევაზე IDFI-ის მდიდარი პრაქტიკიდან. მონაწილეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში შეეძლოთ ტრენინგის თემის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მიღება. მეორე დღის დასასრულს IDFI-ს ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ ისაუბრა პროაქტიული გამჭვირვალობის პრინციპებსა და გამჭვირვალობის პრაქტიკაზე საქართველოში. ორი დღის ტრენინგის შესაჯამებლად მეორე დღის ბოლოს მომავალმა საჯარო მოხელეებმა მონაწილეობა მიიღეს ოქსფორდის სტილის დებატებში, სადაც მათ ჰქონდათ საშუალება ეკამათათ ისეთი საკითხების საჯაროობის მიზანშეწონილობაზე, როგორიცაა სახელმწიფო კომპანიების ინფორმაცია, თანამდებობის პირების მრჩეველების ბიოგრაფიული მონაცემები, საჯარო ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში სანქციების დაწესება და ა.შ.


პროექტს „50 საჯარო მოხელე“ ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პროექტის მიზანია 6 თვის განმავლობაში გადაამზადოს საჯარო სამსახურში მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდები.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024