IDFI-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 14 იანვარი 2016

13 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტსა (IDFI) და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის (SEU) მემორანდუმი გაფორმდა.


აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, გია კავთელაშვილმა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ IDFI და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ითანამშრომლებენ აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის ხელის შეწყობის, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით.


მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს სტუდენტებს სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და განხორციელებაში, პროექტებისა და კონფერენციების ორგანიზებაში. ასევე, მის მიერ აღებულ ვალდებულებათაგანია, მოიწვიოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ექსპერტები სალექციო კურსების წასაკითხად. თავის მხრივ, IDFI უზრუნველყოფს უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტების ჩართვას ორგანიზაციის სტაჟირების პროგრამებში და სასწავლო პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.

 

/public/upload/pdf/memo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024