GNCC-ში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

სიახლეები 1 ივლისი 2014

დღეს, 1 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სამი  ლიცენზია N B+2 ლოტზე გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „სტერეო +“-მა მოიპოვა.  

როგორც ცნობილია, კომისიამ ციფრული მაუწყებლობის განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების კონკურსი 2014 წლის 31 მარტს გამოაცხადა. 

საკონკურსო განაცხადი სულ ორ კომპანიას, „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებულ შპს „მუქს“-სა (A+0 ლოტი) და შპს „სტერეო +“-ს (□A+B+2 და □ B+2 ლოტებზე) ჰქონდა წარდგენილი. ამას გარდა, კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განაცხადი უკან გაითხოვა შპს „მუქს“-მა და აღნიშნული ფინანსური პრობლემებით ახსნა. ასევე გაითხოვა განაცხადი კომპანია „სტერეო+“-მა A+B+2 ლოტზე და კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ლოტის ფარგლებში განაგრძო. განაცხადის არარსებობის გამო კონკურსი არ შედგა MUX – A ლიცენზიაზე, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რეგიონების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის საკითხი.

მიღებული სამი ლიცენზიის ფარგლებში შპს „სტერეო +“ შეძლებს ეროვნული დაფარვის უზრუნველყოფასა და სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას როგორც ღია ეთერით, ასევე  დახურული ე.წ კოდირებული ფორმატით კომერციული მიზნებისთვის  (Pay TV).

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024