საგანგებო განცხადება IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 16 დეკემბერი 2014

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა გიორგი კლდიაშვილს არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში.


აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი მისი მიმალვის შესახებ. თუმცა, დაკავების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით.


გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თენგიზ ხარებავამ ვერ წარმოადგინა რაიმე გარემოება რომელიც დაასაბუთებდა გიორგი კლდიაშვილის მიმალვის საფრთხეს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისას მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც გახდა კიდევაც გიორგი კლდიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი. გამოძიება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება და შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 17 იანვარს. გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო განაჩენამდე გიორგი კლდიაშვილმა საკუთარი ნებით შეწყვიტა ორგანიზაციის დირექტორის უფლებამოსილება.


IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სურს გაამახვილოს ყურადღება შემდეგ გარემოებებზე:


1. გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე, რაც ჩვენი აზრით ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას.

 

2. გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი. დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად იქნა გაკეთებული მინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან. რაც ასევე შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გიორგი კლდიაშვილისთვის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვისთვის.


3. IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე.


ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში

26.03.2020

ინფექციური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში

25.03.2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები იმოქმედებს

23.03.2020

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამა დისტანციურად გრძელდება

17.03.2020
განცხადებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ

17.03.2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

13.03.2020

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

05.03.2020

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

14.02.2020
ბლოგპოსტები

ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი

20.03.2020

ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

20.03.2020

არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

20.03.2020

სოციალური დახმარებები VS არჩევნები

02.03.2020