სიახლეების გამოწერა

ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ღია წერილით მიმართავს

განცხადებები 4 ივლისი 2018

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თხოვნით მივმართავთ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს. ათი წლის წინ, ბუქარესტში, ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა და მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.


ნატოში გაწევრიანება ქართველი ერის მკაფიო, დადასტურებული და მტკიცე ნებაა, რასაც  მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს; ეს მხარდაჭერა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საერთო რეიტინგსაც კი აჭარბებს.


საქართველოს მრავალი სირთულე შეხვდა ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო. ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის მიერ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველომ შეძლო ამ პოლიტიკური კურსის შენარჩუნება.


ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის რთულ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამ პროცესმა წაახალისა რეფორმები, რომელთა მიზანი თანამედროვე, დემოკრატიული და დაცული საზოგადოების ჩამოყალიბებაა. მან  საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინა რწმენა, რომ საკუთარი მომავლის განკარგვა შესაძლებელია და ძლიერი სტიმული მისცა სახელმწიფო ინსტიტუციების ასაშენებლად, დემოკრატიის გასავითარებლად და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის გარდასაქმნელად.


საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად. ქვეყანა  კვლავაც დგას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე. მთლიანობაში, ქართული საზოგადოება ევროპული დემოკრატიაა და ამდენად, ეს გამოწვევები დიდწილად ჰგავს იმ გამოწვევებს, რომელთა  წინაშეც ევროპული ქვეყნები ნატოში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც იდგნენ. საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც  ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში.


ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს საქართველოს განვითარებას.


ნატოს გაფართოების თითოეულმა ტალღამ გააძლიერა ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა და გაამყარა მშვიდობა და კეთილდღეობა მთელს ევროპაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ის გააძლიერებს როგორც ალიანსის სამხრეთი ფლანგის უსაფრთხოებას, ისე დემოკრატიის ფრონტს, წაახალისებს რა რეფორმატორებსა და დემოკრატიულ ძალებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ.

ჩვენ ასევე მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე.


იმ საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, რომელთა წინაშეც  თავისუფალი სამყარო დგას, უმნიშვნელოვანესია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, რათა ნატომ, როგორც მეგობრების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში, დაადასტუროს ალიანსის ერთობა და მისი ერთგულება საკუთარი ფუძემდებლური პრინციპების მიმართ.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. ახლა, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია.

 


- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

- საქართველოს ატლანტიკური საბჭო

 

- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

 

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

- სამოქალაქო განვითარების სააგენტო

 

- მედიის განვითარების ფონდი

 

- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

 

- საქართველოს რეფორმების ასოციაცია

 

- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

 

- მწვანე ალტერნატივა

 

- საზოგადოება და ბანკები

 

- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

 

- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

 

- სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი

 

- ლიბერალური აკადემია-თბილისი

 

- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

 

- საქართველოს გაეროს ასოციაცია

 

- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

 

- დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)

 

- რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)

 

- ასოციაცია დეა (ზუგდიდი)

 

- საქართველოს სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი)

 

- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)

 

- ღირსეული სიბერე (ქობულეთი)

 

- ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)

 

- ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)

 

- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)

 

- საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) იმერეთის წარმომადგენლობა (ქუთაისი)

 

- ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)

 

- მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა)

 

- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)

 

- კავშირი "ვეჟინი" (გურჯაანი)

 

- კავშირი-სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ (სიღნაღი)

 

- ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)

 

- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი)

 

- დემოსი (რუსთავი)

 

- უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)

 

- ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ოზურგეთი)

 

- ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ (ჭიათურა)

 

- კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)

 

- კავშირი საფარი

 

- კავშირი ‘მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება’

 

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

- ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი

 

- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2018 წლის ინოვაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა

20.07.2018

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

20.07.2018

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

17.07.2018

ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები

16.07.2018
განცხადებები

„ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

13.07.2018

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურვის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს

13.07.2018

განცხადება საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით

11.07.2018
ბლოგპოსტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

31.05.2018

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში

31.05.2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

30.05.2018

უმუშევრობასა და დანაშაულს შორის კორელაციურ-რეგრესიული ანალიზი გენდერულ ჭრილში

29.05.2018