ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 26 სექტემბერი 2014

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტ ტექნოლოგიებმა მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ახალი ფორმები წარმოქმნა და კომუნიკაცია შედარებით ადვილი გახადა. ელექტრონული მმართველობა (E-Governance) ეფუძნება ინფორმაციის ონლაინ გავრცელებას და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყნის მმართველობაში. იგი მოიაზრებს სახელმწიფო ორგანიზაციების ვებ-გვერდებისა და ელექტრონული სერვისების შექმნას, სადაც განთავსდება ინფორმაცია მათი საქმიანობის, ბიუჯეტების განკარგვის, სახელმწიფო კონკურსების, ვაკანსიების შესახებ, ხელმისაწვდომი გახდება მნიშვნელოვანი მოვლენები, ახალი ამბები და ა.შ. მთავრობის მხრიდან მოქალაქეების ინფორმირება, მათთვის ორმხრივი ინტერაქციისთვის საჭირო გარემოს შექმნა და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხალხის მონაწილეობას ქვეყნის მართვის პროცესში.


აღნიშნულ სახელმძღვანელოში იხილავთ იმ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მონიტორინგი და დაკვირვება ჩაუტაროს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განვითარებულ ელექტრონულ სერვისებს და დაადგინოს, რამდენად ეფექტურად ხდება მათი გამოყენება მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის.


სახელმძღვანელო იყოფა შემდეგ ნაწილებად:


1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვა
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი მონიტორინგი
3. საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდების მონიტორინგი
4. სოციალურ ქსელებში საჯარო დაწესებულებების გვერდების მონიტორინგი
5. ინტერნეტ ცენზურის შემთხვევების დაფიქსირება

 

სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის - „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ - ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ.


პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. სახელმძღვანელოში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

 

ელ-ჩართულობის სახელმძღვანელო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024