უნდა იყიდოს თუ არა პრეზიდენტის პალტო სახელმწიფომ

IDFI მედიაში 20 აგვისტო 2014

პიჯაკები და პალტო, რაც, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით იქნა შეძენილი, 19 აგვისტოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნა. თუმცა, გარკვეული ხმაურის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის სამოსი პოლიციამ გადაიბარა. ვინ როგორ აღიქვა გაფლანგვაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ეს ქმედება და აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს შეიძინოს ტანისამოსი სახელმწიფოს ხარჯზე?

ეს ძონძების მაღაზია არ არის, ეს სახელმწიფო კანცელარიაა - ამ სიტყვების თანხლებით გამოიტანეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან 7 პიჯაკი და ერთი ქაშმირის პალტო. ექს-პრეზიდენტის ნაქონი ნივთების დაბრუნების პროცესს მეურვეობდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მენეჯერი ლანა ღვინჯილია, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი უხეშად დაუპირისპირდა. ლანა ღვინჯილია ამბობს, რომ ნუკრი ლოლაძე მას რამდენჯერმე ხელითაც კი შეეხო.

ხმაურიანი დაპირისპირება საპატრულო პოლიციის გამოძახებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექს-პრეზიდენტის პიჯაკები და პალტო დაკარგული ნივთების ბიუროში გადაიტანეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ექს-პრეზიდენტის გზავნილს თან ახლდა მოკლე წერილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელზე: ”გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისათვის”.
თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან (მიხეილ სააკაშვილმა), პირველ რიგში, ქვეყანას ის ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირობებშია დაკარგული; დაუბრუნოს ათასობით ადამიანს ის ღირსება და სიცოცხლე, რომელიც მან ხელყო და წაართვა...
ეკა ბესელია

ჯერჯერობით უცნობია და, ალბათ, გადამოწმებაც საკმაოდ რთული იქნება იმისა, არის თუ არა ეს სწორედ ის 7 პიჯაკი და ერთი ქაშმირის პალტო, რაშიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დიდ ბრიტანეთში ბიუჯეტის ფული - 49 499 ლარი - გადაიხადა, ანუ რაზეც ლაპარაკი იყო 13 აგვისტოს ამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებში. იმ დღეს მთავარმა პროკურატურამ 9 მილიონამდე ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო ბრალი დაუმძიმა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის როგორც თავისთვის, ასევე ახლობლებისა თუ თანაგუნდელების კოსმეტიკური პროცედურებისთვის, დასვენებისა თუ გართობისთვის დიდწილად საზღვარგარეთ გადახდილი ფული. მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნახსენები იყო ასევე ხელით შეკერილი 2 კოსტიუმი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა თითქმის 8 ათასი ლარი გადაიხადა.

”ქართულ ოცნებაში ” მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დასაბრუნებელი გაცილებით მეტი აქვს და რომ პიჯაკებისა და პალტოს დაბრუნება მისი მხრიდან არასერიოზული და იაფფასიანი პიარსვლა იყო. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უთხრა ჟურნალისტებს, ეს ”მასკარადი” იყო და, ”თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან (მიხეილ სააკაშვილმა), პირველ რიგში, ქვეყანას ის ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირობებშია დაკარგული; დაუბრუნოს ათასობით ადამიანს ის ღირსება და სიცოცხლე, რომელიც მან ხელყო და წაართვა”.
დაბრუნების თემას რაც შეეხება, ვფიქრობ, სხვა გამოსავალი, ალბათ, არ ჩანდა იმ ლაბირინთიდან, სადაც შევიდა ეს ხელისუფლება. ამით სიმბოლურად მიანიშნა მან ხელისუფლებას, რომ ასეთი მეწვრილმანეობით ბრძოლასა და შურისძიებას აზრი არა აქვს...
გიგა ნასარიძე

თუმცა ”ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტი სრულიად ადეკვატურად მოიქცა და სხვანაირად, აბა, როგორ უნდა უპასუხო პოლიტიკური ანგარიშსწორებით დაკავებულ ამჟამინდელ მთავრობას.  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატის აკაკი მინაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებამ  ”კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს ხელისუფლება არის მართლაც უუნარო, სამარცხვინო და პრიმიტიული”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი ხედვა - საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ნასარიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ინფანტილურ ქმედებებს მრავლისმთქმელი სიმბოლური სვლით უპასუხა:

”დაბრუნების თემას რაც შეეხება, ვფიქრობ, სხვა გამოსავალი, ალბათ, არ ჩანდა იმ ლაბირინთიდან, სადაც შევიდა ეს ხელისუფლება. ამით სიმბოლურად მიანიშნა მან ხელისუფლებას, რომ ასეთი მეწვრილმანეობით ბრძოლასა და შურისძიებას აზრი არა აქვს”.

ამით, შესაძლოა, პრეზიდენტმა წყენა გამოხატა, სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენჯერ გავზარდე და პიჯაკების ყიდვა რა სალაპარაკოდ გამიხადეთო, ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სტუდია ”მონიტორის” დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი. მართალია, ის, როგორც მოქალაქე, თვლის, რომ ამ საქმეზე ექს-პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თითქმის 9 მილიონი ლარი, რაც საიდუმლო გრიფით დაიხარჯა, ჟურნალისტის აზრით, ნამდვილად ღირს ხმამაღალ, საჯარო დისკუსიად:
არ შეიძლება ბიუჯეტის თანხა იქნეს გამოყენებული პირადი სარგებლობისთვის. ეს არის პირადი სარგებლობისთვის შეძენილი ნივთები. ჩვეულებრივად, პრეზიდენტს აქვს ანაზღაურება და აქვს დანამატი...
ლევან ავალიშვილი

”მას თუ ეს ეწყინა და ყურადღებას ამახვილებს ყოფილი პრეზიდენტი მაინცდამაინც ამ შვიდ პიჯაკსა და ერთ პალტოზე... აბა, გაამახვილოს ყურადღება იმ ათეულ ათასლარიან პროცედურებზე, რაც მართლა სალაპარაკოა და რაც მას შეეძლო თავისი ფულით გაეკეთებინა და ეს ხარჯი არ უნდა გაეწია სახელმწიფო ბიუჯეტს”.

ექს-პრეზიდენტის ქმედება ცინიკურია. ის, ეტყობა, ვერ აცნობიერებს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული დახარჯა - ასეთია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის ლევან ავალიშვილის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პიჯაკებისა და პალტოს დაბრუნების ფაქტზე. როგორც ის განუმარტავს რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ეყიდა ტანსაცმელი სახელმწიფოს ხარჯზე:

”არ შეიძლება ბიუჯეტის თანხა იქნეს გამოყენებული პირადი სარგებლობისთვის. ეს არის პირადი სარგებლობისთვის შეძენილი ნივთები. ჩვეულებრივად, პრეზიდენტს აქვს ანაზღაურება და აქვს დანამატი. ჩემი აზრით, იმის საშუალება ნამდვილად ჰქონდა, რომ ორი პიჯაკი ეყიდა. არანაირი ფინანსური პრობლემა არ ექნებოდა ამასთან დაკავშირებით”.

ლევან ავალიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სამივლინებო სადღეღამისო ანაზღაურების სახით, ჯერ მარტო 2013 წელს 87 500 დოლარი აქვს მიღებული. ეს არის თანხა, რისი დახარჯვაც თავისუფალ რეჟიმში შეიძლებოდა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023