აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 14 მარტი 2014

 

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული ევროპული სახელმწიფოს - უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიას.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შიდა საქმეებში ჯერ კიდევ კიევსა და ქვეყნის სხვა   ქალაქებში   მიმდინარე   სახალხო   პროტესტის   დროს   ჩაერია. რუსული ძალოვანი სტრუქტურები, მრჩევლები და კონსულტანტები, რუსეთის მაღალი თანამდებობის  პირები,  უშუალოდ  მონაწილეობდნენ  ანტისაპროტესტო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რუსეთის  ფედერაციამ  არ სცნო უკრაინის  ახალი ხელისუფლების  ლეგიტიმურობა, და აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა, რომელმაც ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსული ეთნიკური სეპარატიზმი გააღვივა. რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა ამ რეგიონებში სახელმწიფო დანიშნულების დაწესებულებები დაიკავეს. ყირიმში ახლად არჩეულმა უმაღლესმა  საბჭომ  და  მისმა  ახალმა  ლიდერმა,  უკრაინის  სახელმწიფოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით დაიმორჩილა იქ არსებული ძალოვანი სტრუქტურები, გამოაცხადა სრული სუვერენიტეტი და დანიშნა რეფერენდუმი ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე. პარალელურად. მიუხედავად  „ძალადობისა  და  ტირანიის“  ფაქტების  არარსებობისა,  რუსული სამხედრო ქვედანყოფების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სახელმწიფო და სამხედრო დანიშნულების ობიექტების კონტროლი ყირიმში ჯერ კიდევ 21 თებერვლიდან ხორციელდებოდა

რუსეთის  პრეზიდენტის  მიმართვის  საფუძველზე  რუსეთის  სახელმწიფო სათათბირომ 2014 წლი 1 მარტს დართო ნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად „შეზღუდული  კონტინგენტის“ შეყვანაზე.  სათათბიროს  ეს დადგენილება  რუსეთის არმიას   სუვერენული   უკრაინის   მთელს   ტერიტორიაზე საომარი   მოქმედებების წარმოების უფლებას ანიჭებს. პასუხად, უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა საბრძოლო მზადყოფნა და საყოველთაო მობილიზაცია. შექმნილი ვითარება ძალზე წააგავს 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში რუსეთის მზადებას, რასაც საქართველოს მიმართ აგრესია და მისი ტერიტორიების ოკუპირება მოჰყვა.

თავისი ქმედებით, რუსეთის ფედერაცია არა მარტო არღვევს უკრაინის სუვერენულ უფლებებსა  და   მის მიერვე აღიარებულ  საერთაშორისო  სამართლის   ნორმებს,  ის, ასევე, საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას, ზღუდავს ადამიანის უფლებებებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მოვუწოდებთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას ხმა აღიმაღლონ და სასტიკად დაგმონ რუსეთის ფედერაციის ქმედება;

რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასა და კეთილი ნების ადამიანებს  სამოქალაქო პროტესტის გამოხატვით არ დაუშვან და წინ აღუდგნენ მათი ხელისუფლების თავაშვებულ  პოლიტიკას,  რომელიც  გამოუსწორებელ  ზიანს  მოუტანს  თვით რუსეთსაც;

საქართველოს  ხელისუფლებას  აღმოუჩინოს  უკრაინელ  ხალხსა  და  მის ხელისუფლებას დახმარება ყველა შესაძლო საშუალებით, პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ჩათვლით. ასევე, მოვუწოდებთ მას დააფიქსიროს  ევროკავშირთან  ერთიანი  პოზიცია  და  იმოქმედოს  სრულ თანხვედრაში და კოორდინაციაში ევროატლანტიკური თანამეგობრობის პარტნიორ სახელმწიფოებთან;

საერთაშორისო  თანამეგობრობას გამოიყენოს   ყველა  არსებული    შესაძლებლობა, რათა შეაჩეროს სუვერენულ    უკრაინაში რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა და მისი შემდგომი ოკუპაციის, ასევე, მისი ტერიტორიის  მნიშვნელოვანი  ნაწილის  ანექსიის  მცდელობა,  გამოიყენოს ადეკვატური სანქციები რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუჩეროს რუსეთს ხმის უფლება ევროპის საბჭოში და განიხილოს ორგანიზაციიდან მისი გარიცხვის საკითხი;

ევროკავშირსა   და   ნატოს   შეაჩერონ   რუსეთთან   ყველა   სახის   თანამშრომლობის ფორმატი - რუსეთი-ნატოს კომისიისა და ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოს ჩათვლით.
 
ამერიკის   შეერთებულ   შტატებსა   და   ევროკავშირს   განავრცონ   „მაგნიცკის   სია“ რუსეთის სათათბიროს იმ პირებზე, რომლებმაც კენჭი უყარეს უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანის დადგენილებას; აღნიშნული ასევე, გავრცელდეს    რუსეთის მთავრობის იმ მოხელეებზე, რომლებმაც ყალბ არგუმენტებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და სათათბიროს წარუდგინეს ეს დადგენილება.

დიდი  შვიდეულის  წევრ  ქვეყნებს  უარი  უთხრან  რუსეთს  დიდი  რვიანის  სამიტის სოჭში ჩატარებაზე და შეაჩერონ ივნისში დაგეგმილი შეხვედრისათვის მზადება

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს განიხილონ რუსეთისთვის ამ დროისთვის მოქმედი და დაგეგმილი პროგრამების შეჩერება

უკრაინის ხელისუფლებას გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული გზა ევროკავშირისკენ, დააჩქაროს ქვეყნის სტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი სამთავრობო სტრუქტურების ფორმირება. უზრუნველყოს გაზაფხულზე დანიშნული არჩევნების გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით ჩატარება.


მხარდამჭერი ორგანიზაციები

1.   საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
2.   საზოგადოებრივი დამცველი
3.   ჯანმრთელი სამყარო
4.   საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
5.   ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
6.   ქალთა საინფორმაციო ცენტრი
7.   ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
8.   საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი
9.   ლიბერალური აკადემია თბილისი
10. საქართველოს პრესის ასოციაცია
11. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
12. ასაოციაცია ტოლერანტი
13. რეპატრიანტთა კავშირი
14. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ფონდი
15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
16. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
17. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსიტუტი
18. კავკასიური მოზაიკა
19. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
20. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი
21. გორის საინფორმაციო ცენტრი
22. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
23. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრ
24.  მრავალეროვანი საქართველო
25. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრი
26. ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”
27. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
28. კავკასიის ეკოლოგია
29. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
30. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
31. ევროპის სახლი
32. ასოციაცია "მერკური"
33. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
34. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
35. ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
36. ,,თავისუფალი არჩევანი"
37. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
38.  "მეწარმე ქალთა ფონდი"
39. კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"
40. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
41. ასოციაცია „ათინათი“
42. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"
43. ადამიანის უფლებათა ცენტრი
44. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"
45. "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო"
46. ახალგაზრდული ალტერნატივა
47. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“
48. კავშირი მდგრადი განითარებასთვის ,,ეკოვიჯენ’’
49. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
50. საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია
51. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
52. მედიის განვითარების ფონდი
53. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
54. ასოციაცია"ქალი და ბიზნესი"
55. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
56. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
57. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
58. პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"
59. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
60. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ”ელკანა”
61. გადავარჩინოთ მომავალი თაობა

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024