კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეხუთე მოდული დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 მარტი 2020

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის საფუძველზე მეექვსე თვეა, რაც ხორციელდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც 8 მოდულისგან შედგება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 17 მარტს დაიწყო მეხუთე მოდული „ელექტრონული მმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში“, რომელსაც სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს უფროსი ნატალია გოდერძიშვილი კითხულობს. მოდულის მიზანია კურსის მსმენელებს შეასწავლოს ისეთი საკითხები როგორიცაა კავშირი კარგ მმართველობასა და ელექტრონულ მმართველობას შორის, ელექტრონული მმართველობის როლი კორუფციასთან ბრძოლაში, სახელმწიფო სერვისების ელექტრონულად მიწოდების მნიშვნელობა, ტექნოლოგიური პროდუქტები, საზოგადოებრივი ინიციატივების წარდგენის შესაძლებლობები, ღია წყაროები და მასზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, და საჯარო მმართველობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ელექტრონული პლატფორმებისა და ონლაინ საშუალებების გამოყენებით.

 

ნატალია გოდერძიშვილი გვიყვება იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შესახებ, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეები მისი სასწავლო მოდულის განმავლობაში მიიღებენ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024