პროექტის - „ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო შეხვედრები გორელ ახალგაზრდებთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 23 თებერვალი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები, პროექტის - „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ - შეხვდნენ გორის სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს. 2022 წლის 18 თებერვალს შეხვედრა გაიმართა გორის ფოტოგრაფთა კლუბის საგამოფენო სივრცეში, ხოლო 21 თებერვალს - ვერხვების დასახლებაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებთან.

 

შეხვედრაზე გორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს გორის ისტორიაზე, გამორჩეულ ადგილებსა და პიროვნებებზე. გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ქალაქის წარსული და თანამედროვე მნიშვნელობის შესახებ. გორის ღირსშესანიშნავ და ნაკლებად ცნობილ ადგილებს შორის გამოყვეს ის ლოკაციები, რომელთაც მათი აზრით ქალაქის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში  მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. ისაუბრეს გორში მოღვაწე პიროვნებებზე: მხატვრებზე, მწერლებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე.

 

შეხვედრის განმავლობაში IDFI-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს პროექტის სამომავლო გეგმები. ახალგაზრდებმა გამოთქვეს ინიციატივა პროექტში აქტიურობისა და ჩართულობის შესახებ, რაც პროექტის ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტი იანვარში დაიწყო და მიზნად ისახავს გორისა და შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის ზეპირი ისტორიების შეგროვება, საარქივო მასალის მოძიება და ანალიზი, ქალაქ გორის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის” შექმნა.

 

პროექტში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ორგანიზაციების, „გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და „ფოტოგრაფთა კლუბის“, წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონისა და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან” (Sovlab) თანამშრომლობით.

 

 

პროექტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.

 

ფოტო გალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პანელური დისკუსია - “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?”

22.05.2024

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023