დისკუსია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლის შესახებ საქართველოში

სიახლეები 13 ნოემბერი 2015

პარასკევს, 13 ნოემბერს, IDFI-მ პროექტის “საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში” პირველი პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთანაც ორგანიზაციამ აღნიშნული სამწლიანი პროექტის წარმატებით განხორციელების გზებზე, მეთოდოლოგიასა და საბოლოო მიზნებზე იმსჯელა.


პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით. G4G პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნატალია ბერუაშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ აქტივობებზე და საბოლოო შედეგებზე.


პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას პლატფორმა საჯარო-კერძო დიალოგისთვის რომელიც შეაფასებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამართლიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას, სადაც, მცირე და საშუალო საწარმოებს თანაბარი პირობები ექნებათ ზრდისთვის.

 

G4G გააძლიერებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობებს, იმისათვის რომ აღნიშნულმა მხარეებმა ეფექტურად ითანამშრომლონ რეფორმებზე ჩართულობისა და კონსულტაციების პროცესის საშუალებით.


IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ დასახული მიზნის სრულყოფილად მისაღწევად ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ჩაატარებს კვლევას, შეაგროვებს და მონიტორინგს გაუწევს მიღებულ ინფორმაციას, შეაფასებს საჯარო უწყებების აქტივობებს, ეკონომიკის მიმართულებით მომზადებულ კანონპროექტებს, ორგანიზებას გაუკეთებს პრეზენტაციებსა თუ სამუშაო შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორს შორის და წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციებსაც. 


ორგანიზაცია მოახდენს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასებასა. შეფასების კრიტერიუმებსა და ზოგადად, პროექტის მეთოდოლოგიაზე IDFI-ს ანალიტიკოსმა, თამარ იაკობიძემ განაგრძო საუბარი.


შეფასება მოხდება საჯარო პოლიტიკის პროცესის ოთხი ეტაპის გათვალისწინებით, ესენია:


1. საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება
არასამთავრობო სექტორის ჩართულობა პოლიტიკის ფორმულირების საწყის ეტაპზე, კანონპროექტის დაწერამდე
2. საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება
არასამთავრობო სექტორის ჩართულობა კანონპროექტის უშუალო შექმნის პროცესში
3. მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენის შეფასება (RIA)
ახალ კანონპროექტთან ან რეგულაციასთან დაკავშირებით მომზადებული მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენის შეფასება (RIA) ხარისხი
4. ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან
რამდენად და რა ხარისხით მოხდა:

• კანონპროექტის გასაჯაროება და გავრცელება
• საზოგადოების კომენტარების მიღება და გათვალისწინება
• მიღებული კომენტარების გათვალისწინება ან პასუხის გაცემა

 

პროექტის მთავარი სამიზნე იქნება ის საჯარო უწყებები, რომლებიც უშუალო კავშირშია ეკონომიკის სფეროსთან და მასზე ზეგავლენის მოხდენის შესაბამისი ბერკეტები გააჩნია. საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტზე საუბრისას IDFI-ს იურისტმა, ნინო მერებაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კანონპრექტის განმარტებით ბარათში სავალდებულო წესით ხდება მითითება იმ შესაძლო შედეგებზე (მათ შორის ფინანსურ), რომელიც კანონპროექტის მიღებას ექნება მის სუბიექტებზე. პროექტის იურისტის თანახმად აღნიშნული ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელია. პროექტის ერთ-ერთ მიზანს სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება და ადვოკატირება წარმოადგენს. , აღნიშნულ პროცესში კი გასაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორში მოიაზრებიან:

  • კერძო სექტორი
  • ბიზნესი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • დაინტერესებული მხარეები
  • აკადემია
  • იურისტები
  • ეკონომისტები
  • კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
  • საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები


პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია იმ საჯარო უწყებების გამოვლენა, რომლებიც ყველაზე მაღალი ხარისხით უზრუნველყოფენ პოლიტიკისა და კანონპროექტების შემუშავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად მოხდება აღნიშნული უწყებების გამოვლენა და სპეციალური სიმბოლური ჯილდოებით წახალისება. საჯარო დაკერძო სექტორს შორის დიალოგის თითოეულ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის ხარისხი შეფასდება შესაბამისი ქულით, რომელიც დამოკიდებული იქნება, როგორც სიღრმისეული ინტერვიუების დროს რესპონდენტთა პასუხებზე, ისე მკვლევართა შეფასებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს მიდგომას IDFI უკვე მეექვსე წელია იყენებს პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”, რომლის ფარგლებშიც საჯარო უწყებებისთვის გადაცემული ჯილდო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის თავიდანვე საპატიო და პრესტიჟული გახდა.


პრეზენტაციების შემდგომ, კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ ხშირად, კერძო სექტორი ახალი სახელმწიფო ინიციატივების შესახებ გვიან იღებს ინფორმაციას, ამიტომ შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს ინფორმაციის დროული გავრცელება და კერძო სექტორისთვის საკმარისი დროის მიცემა შესაბამისი კომენტარების წარდგენისთვის.


დასასრულს, გიორგი კლდიაშვილმა ერთ-ერთ კითხვაზე პასუხისას მოკლედ შეაჯამა პროექტის მიზანი და აღნიშნა, რომ მთავარი შედეგი - კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის კულტურის ჩამოყალიბება და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციაა.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024