სამოქალაქო სექტორი პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შეჩერებას მოითხოვს

განცხადებები 24 დეკემბერი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა. დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას, წინ უძღვოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა. საყურადღებოა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი.

 

დღეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე. კლანურ ინტერესებს მორგებულ და თვითნებურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა (ლევან გზირიშვილი, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა). კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მხოლოდ ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარების შექმნას ხელი შეუწყო ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ დღეს წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯლების მხარდაჭერა.

 

ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

 

- მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს;

 

- დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

კავშირი ,,საფარი”

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მიგრაციის განახლებული სტატისტიკა და დემოგრაფიული ტენდენციები (2015-2024)

19.11.2026

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024