მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 6 ივლისი 2015

1 ივლისს IDFI-მ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ოფიციალური მიმოწერა გაასაჯაროვა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს არა ერთი მედიასაშუალება გამოეხმაურა. გაკეთდა რამდენიმე სიუჟეტი და გამოქვეყნდა სტატიები სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდებზე: რუსთავი 2, kavkasiatv.ge , pirveliradio.ge , medianews.ge, epn.ge, timesnews.ge, timer.ge, news.ge, pia.ge.

რუსთავი 2-ის სიუჟეტში IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ოფიციალური მიმოწერის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც დაცულია გრიფით „საიდუმლო“, სავარაუდოდ, მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ეხება. „მიუხედავად იმისა, რამდენსაც არ უნდა შეადგენდეს ეს ციფრი, საბიუჯეტო თანხის შეუთანხმებლად ხარჯვა არ არის მიზანშეწონილი“- ამბობს გიორგი კლდიაშვილი.


kavkasiatv.ge IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის კომენტარს გვთავაზობს პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელშიც ის აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებასთან.


Pirveliradio.ge IDFI-ს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს და წერს, რომ ორგანიზაციამ როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა მიმოწერის ასლები, ასევე განიხილავს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ჯერ კიდევ 2014 წლის 28 მარტს პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მშენებარე შენობის პრეზიდენტის რეზიდენციად გამოყენებას არ გეგმავდა.

Medianews.ge თავის სტატიაში IDFI-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, შენობის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იძულებული იყო შეეწყვიტა მიმდინარე სარეკონსტრუქციო- სამშენებლო სამუშაოები.

 

"IDFI-სთვის მიწოდებული კორესპონდენციიდან ასევე ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის 14 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გაგზავნილი წერილი, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის არ გადასვლის შესახებ, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2014 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა." - ვკითხულობთ epn.ge-ს სტატიაში.

 

Timesnews.ge IDFI-ს შეფასებას ავრცელებს და წერს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულება მშენებლობის დასრულების შემდგომაც უცნობია.

 

"ყოვლად დაუშვებელია საბიუჯეტო სახსრების დაუგეგმავად ხარჯვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ათობით მილიონ ლარს ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, პრეზიდენტის როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩის რეზიდენციების მშენებლობის, მათი ყოველწლიური შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი რეზიდენციის აშენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე" - ვკითხულობთ timer.ge-ს სტატიაში.

 

News.ge-ს ვრცელი სტატიიდან ვიგებთ, რომ  2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აცნობა, პრეზიდენტის გადაწვეტილების შეცვლის გამო თუ რა პრობლემები შეექმნა მშენებლობას, რომელიც გეგმით 2014 წლის სექტემბრის თვეში უნდა დამთავრებულიყო.

 

Pia.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წერილზე წერს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 2014 წლის 10 აპრილს შევიდა და რომლის მიხედვით პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა გადაწყვიტა. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023