კომუნიკაციების კომისიამ „პოსტვ”-ის წილების გასხვისების საკითხი უნდა შეისწავლოს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 ოქტომბერი 2022

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანიწილი 520 ათას ლარად იყიდა[1] და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.

 

ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრი დღესვე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობა[2] „ხალხის ძალას“ შეუერთდა .[3] „პოსტვ” -ის განცხადებით, ისინი დღეიდან „ხალხის ძალას“ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს. [4]

 

დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.

 

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო.[5] კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.[6]

 

დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს.[7] თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა.

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.

 

_____

 

[1] ნასყიდობის ხელშეკრულება „პოსტვის“ წილის ყიდვასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, https://bit.ly/3CtlCyk

[2] ხალხის ძალა - ოცნებიდან ფორმალურად წასულებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს, ფორმულა, 2.09.2022, https://formulanews.ge/News/75112

[3] ანტიდასავლურ ოთხეულს ახალი წევრები შეუერთდნენ, 4.10.2022 https://go.on.ge/30em

[4] ტელეკომპანია „პოსტვის“ განცხადება, https://bit.ly/3RAzNWo

[5] GNCC-ის წერილები ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიწერილი, https://bit.ly/3dYSzcE

[6] ოქუაშვილმა და ჩხეიძემ TV იბერიას წილები შვილებს აჩუქეს, https://go.on.ge/9qq

[7] დეპუტატის მიერ მედიის პირდაპირი ფლობა ქართული კანონით აკრძალულია - ჯაფარიძის პირველი განმარტება, https://bit.ly/3C6AAZB 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024