კოალიციის განცხადება „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ

განცხადებები 7 მარტი 2019
 
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.
 
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ.
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ყურადღებით დავაკვირდებით ტელეკომპანიების - „TV პირველისა“ და „არტარეის“ ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024