კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

განცხადებები 5 მარტი 2020

 

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

 

მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის ოთხი ტალღისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, რასაც გავლენიანი ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და კანონმდებლობის ხარვეზები განაპირობებს.

 

სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის სათანადო დამოუკიდებლობას, რადგან მას საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ აქვთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის წესს და ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას.

 

გარდა კანონმდებლობაში არსებული სერიოზული ხარვეზისა, ინსპექტორის დამოუკიდებლობასეჭვქვეშ აყენებს მისი არჩევის პროცესიც. 2020 წლის 23 იანვარს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. კონკურსი სრულიად გაუმჭვირვალედ წარიმართა, რაც მოქმედი ინსპექტორის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს.

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნა დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე საბჭოს მდივნის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვას ემსახურებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი თანამდებობაზე არჩევის წესი და მოქმედი ინსპექტორის მჭიდრო კავშირი გავლენიან ჯგუფთან, ეჭვქვეშ აყენებს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

 

გარდა ინსპექტორის დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიებისა, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურებაც. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის „მესამე ტალღით“ დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადები განისაზღვრა, სამართალწარმოება დღემდე ვადების დარღვევით მიმდინარეობს და დისციპლინური სამართალწარმოება ჭიანურდება. 2019 წელს საბჭომ დისციპლინურ საკითხზე მხოლოდ 2 სხდომა[1] ჩაატარა, შედეგად, არაერთი დისციპლინური საჩივარი ამ ეტაპზე განხილული არ არის. საბჭოს მიერ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა  დისციპლინური სამართალწარმოების არაეფექტიანობისა და არაობიექტურობის განცდას აჩენს.

 

დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაცვის ინტერესსემსახურება, თუმცა, მეორე მხრივ, შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, მისი არასათანადოდ გამოყენების პირობებში, გადაიქცეს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად.სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, როგორც დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

 

გარდა ამისა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს.

 

 ---------------

[1]2019 წლის 11 და 13 მარტს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024