განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

განცხადებები 9 მარტი 2017
 
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:
 
 
- სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ვერ უზრუნველყვეს სხდომაზე განსახილველი საკითხების საჯაროობა. კერძოდ, სხდომადე, მაუწყებლის ვებგვერდზე არ გამოქვეყენებულა იმ დოკუმენტების პროექტები, რომელზე მსჯელობაც 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე უნდა გამართულიყო. შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება წინასწარ გაცნობოდნენ დოკუმენტებს და გამოეხატათ თავისი პოზიცია, მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები;
 
 
- სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით მიიღო დებულებაში ცვლილებები, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ იყო დებულებაში ცვლილებების მიღება საჭირო 7 მარტს, მაშინ როდესაც ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2017 წლის 17 ივლისია მითითებული;
 
 
- როგორც საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, მაუწყებლის მენეჯმენტს დებულებაში ცვლილების შეტანის გარეშეც შეეძლო ახალი სატელევიზო ბადისთვის საჭირო კონკურსების გამოცხადება. ამ ფონზე კიდევ აქტუალური ხდება კითხვა თუ სინამდვილეში რა იყო დებულებაში ცვლილებების შეტანის ლეგიტიმური მიზანი;
 
 
- მიუხედავად არა ერთი კითხვისა, მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ვერ/არ ისაუბრეს თუ პოტენციურად რამდენ ადამიანთან არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება შეეხოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები;
 
 
- მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას; იგი არ შეიცავს ფინანსურ გათვლებს და აჩენს ბევრ კითხვას. არ ჩანს შეფასდება თუ არა არსებული სამაუწყებლო ბადე სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, ან როგორ გამოიყენება ეს კრიტერიუმები კონკურსში წარმოდგენილი ახალი პროექტების შესაფასებლად.
 
 
- მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, ბუნდოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის და რადიოების მომავალი. ისევე როგორც არქივის გაციფრების და გარეწარმოების საკითხები;
 
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024