კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმას ეხმიანება

განცხადებები 6 თებერვალი 2017

 

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

 

კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

 

შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე  ერთი წლით პარალიზებას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ეს  ვალდებულება და მაყურებლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ.

 

კოალიციისთვის სადავო არ არის მაუწყებელზე ცვლილებების საჭიროება. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები არ გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაუწყებლის პრიორიტეტები მომავალში, რა გადაცემები შეავსებს მაუწყებლის ბადეს 2018 წლიდან: რეიტინგისათვის გამიზნული მეგა შოუები თუ სადისკუსიო, ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი. ასევე გაურკვეველია, როგორ იქნება დაცული მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები მასობრივი დათხოვნის პირობებში.

 

კოალიცია მზად არის სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული გეგმის განხილვაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024