კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება 2017 წლის 22-24 დეკემბერს ჩატარებულ საპოლიციო კონტროლის ღონისძიებას, ე.წ. საპოლიციო რეიდს

განცხადებები 27 დეკემბერი 2017

 

კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს.

 

2017 წლის 22-24 დეკემბერს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის ღონისძიების პარალელურად არაერთი პირის მხრიდან გაჟღერდა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია. იკვეთება რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ან დისციპლინურ გადაცდომებს.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ ბალანსს მოქალაქეებსა და პოლიციელს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რომლის დროსაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას. მსგავსი ინტენსივობისა და მასშტაბის უფლების მზღუდავი მექანიზმის გამოყენება სახელმწიფოს მხოლოდ განსაკუთრებულ, არაორდინალურ ვითარებაში უნდა შეეძლოს, თუმცა ამ შემთხვევაში “რეიდი” ჩატარდა ზოგადი პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები ნათლად ადასტურებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის აუცილებლობას, რომლის მიზანიც უნდა იყოს პოლიციისთვის განახლებული ბუნების მინიჭება, რა დროსაც სამართალდამცავი იქნება მოქალაქის უფლებების დაცვაზე და მისი ნდობის მოპოვებაზე ორიენტირებული. ამავდროულად, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავ პირთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს.

 

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მრავალი წელია ითხოვენ ამ ტიპის მექანიზმის შექმნას. შემუშავებულია შესაბამისი კანონის პროექტი, რომელსაც გავლილი აქვს სხვადასხვა ექსპერტიზა. ამ ტიპის მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პროკურატურა და მოქმედი სამართალდამცველი უწყებები ვერ იძიებენ ეფექტურად სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

 

მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის გაჩენა შეუძლებელია საზოგადოებაში, სანამ არ იარსებებს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს. დღეს საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას არ მოჰყვება შესაბამისი სამართლიანი პასუხისგება.

 

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიწყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონის პროექტის განხილვა უმოკლეს ვადებში. აღნიშნული იქნება ეფექტური საშუალება, რომ დაისაჯონ უკანონო ქმედებების ჩამდენი პოლიციელები, პარალელურად ამაღლდება ნდობა ყველა იმ სამართალდამცველის მიმართ, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024