კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

განცხადებები 6 აპრილი 2017

 

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

 

კოალიცია აქტიურად აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს საბჭოში არსებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებელი, ობიექტური, თანმიმდევრული და პრინციპული წევრების შერჩევით.

 

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას ნომინირებულ კანდიდატებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი, დეტალური ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

 

ასევე, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მომავალ კანდიდატებს, მოსამართლეთა კონფერენციას და საზოგადოებას საკუთარი ხედვის პრეზენტაციისას წარუდგინონ მოსაზრებები მათ შორის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

 

- რა გამოწვევების წინაშე დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როგორ უნდა მოხდეს საბჭოს საქმიანობის გაუმჯობესება;

 

- საჭიროა თუ არა საბჭო ასაბუთებდეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილები ექვემდებარებოდეს სამართლებრივ რევიზიას;

 

- რა მიმართულებებით საჭიროებს ცვლილებას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემები;

 

- რა უნდა გაკეთდეს მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და ხელისუფლების სხვა შტოებისგან, ისევე როგორც სისტემის შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფებისგან დასაცავად;

 

- რა პროცედურით უნდა ხდებოდეს სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესება და რა უნდა იყოს თავმჯდომარეთა როლი სასამართლო სისტემაში.

 

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუსვას შესაბამისი კითხვები სასამართლო სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ ხედვასა და ღირებულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024