კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს მედიის შინაარსში სასამართლოს ჩარევას

განცხადებები 6 ნოემბერი 2015

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი განჩინებით დროებითი მმართველების დანიშვნის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და შინაარსში პირდაპირ ჩარევას.



კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცედენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის.



კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის კანდიდატების - დაინტერესებული მხარეების დანიშვნა ტელეკომპანიის მმართველებად არ ემსახურება იმ სადავო მიზანსაც კი, რომელიც განსაზღვრულია განჩინებაში, კერძოდ, მიუკერძოებელი პირების მიერ კომპანიის მართვის უზრუნველყოფას.



კოალიცია იმედოვნებს, რომ სასამართლო ხელისუფლების სხვა რგოლები გაითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რასაც აღნიშნული პრეცენდენტი უქმნის ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.



ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება.



კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:



• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


•მედიაკლუბი


•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია


•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი


•ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“


• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია


•სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი


•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“


•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი


•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია


•სატელევიზიო ქსელი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024