კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება

განცხადებები 3 ივნისი 2016

კოალიცია სწავლობს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს. ამ დროისათვის დასტურდება ისიც, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ოთხ თანამშრომელს. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად მათი 31 მაისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,არჩევანში“ მონაწილეობა სახელდება. როგორც გავრცელებულ წერილშია მითითებული, არხის ხელმძღვანელი ,,ყოვლად დაუშვებლად” მიიჩნევს მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მოქმედმა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების ,,თოქშოუებში“, სადაც ,,მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,მაესტრომ“ დაიწყო ,,შიდა სამსახურებრივი მოკვლევა“, ხოლო მოკვლევის დასრულებამდე 4 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება შეუჩერა. იმავე დღეს, ტელეკომპანიის დირექტორის ბრძანებით, გადაცემების - ,,ბიზნეს კონტაქტის“, ,,ანალიტიკისა“ და ,,საქმიანი დილის“ 32 თანამშრომელს (მათ შორის იმ ოთხ თანამშრომელს, რომელთა მიმართებითაც უკვე იყო მიღებული შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შიდა სამსახურებრივი მოკვლევის საფუძვლით) შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნულის საფუძვლად დამსაქმებელი თანამშრომლები გაფიცვას ასახელებს.

 

აღსანიშნავია, რომ თავად თანამშრომლებს არ გამოუყენებიათ გაფიცვის უფლება და ამის შესახებ არ უცნობებიათ დამსაქმებლისათვის, ამდენად, გაუგებარია ტელეკომპანიამ საკუთარი ინიციატივით როგორ ჩათვალა დასაქმებულები გაფიცულებად. ამ დროისათვის შესწავლილი ფაქტები ბადებს ეჭვს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან შრომითი ურთიერთობების შეჩერება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით. ამასთან, განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება არამხოლოდ შრომითი უფლებებისა დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის მაღალი ალბათობა, არამედ ასევე, საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მცდელობას, რომ წინასაარჩევნოდ, მედია სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ინფორმაციულ-ანალიტიკური გადაცემების სარედაქციო პოლიტიკაში მოხდეს უხეში ჩარევა. ეს კი თავის მხრივ, შეუზღუდავს მოქალაქეებს მრავალფეროვან, ობიექტურ და კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომას და შესაბამისად, მნიშვნელოვნად დააზიანებს წინასაარჩევნოდ მედია გარემოს და საბოლოო ჯამში - საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. მედია კოალიცია კვლავაც დააკვირდება ამ ფაქტთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის უახლოეს მომავალში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024