კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური საჩივრით მიმართავს

განცხადებები 10 თებერვალი 2016

2016 წლის 10 თებერვალს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ დისციპლინური საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა, ასევე სხვა სასამართლოების ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ. კოალიცია მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო განცხადება მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით, ასევე ცალკეული მოსამართლეების მიერ შიდა ქსელში გამოხატული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარები არღვევს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ასევე წარმოადგენს მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების თანახმად, მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.

 

კოალიციის შეფასებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო განცხადება, ასევე ცალკეული მოსამართლეების მიერ შიდა ქსელში დაწერილი კომენტარები პერსონალურ შეურაცხყოფას, მხოლოდ ღირსებისა და ავტორიტეტის შელახვას ისახავდა მიზნად და არა მამუკა ახვლედიანის მიერ 2015 წლის 29 დეკემბრის ბრიფინგზე წამოჭრილ ინსტიტუციურ და სისტემურ პრობლემებზე საქმიან მსჯელობას. კოალიციის აზრით, სასამართლოს ავტორიტეტს აკნინებს ის ფაქტიც, რომ მოსამართლეები ამგვარი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფრაზებით რეაგირებენ კრიტიკულ აზრზე. ეს აჩენს განცდას, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს უჭირთ გაემიჯნონ გავლენიანი ჯგუფების პოზიციებს სასამართლო კორპუსის შიგნითაც კი, ამდენად არსებობს საფრთხე, რომ ისინი კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისას ასევე განპირობებული და შებოჭილები იქნებიან დომინანტი ჯგუფის, უმრავლესობის განწყობებით და ინტერესებით.

 

კოალიცია მხედველობაში იღებს მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ საბჭოში დაწყებულ დისციპლინურ პროცესს და აღნიშნულის საფუძველზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი გამოყენებული იყოს შერჩევითად, როგორც საბჭოსთვის არასასურველი მოსამართლეების სადამსჯელო მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დისციპლინური საქმეების წარმოებისას იყოს თანმიმდევრული და არ გამოიყენოს შერჩევითი მიდგომა, პასუხისმგებლობის მექანიზმი კი არ აქციოს კრიტიკული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად. ამდენად, კოალიცია მოუწოდებს საბჭოს იმოქმედოს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად და დაიწყოს შესწავლა ცალკეული მოსამართლეების ქმედებების, რაც შესაძლოა არაეთიკურ ქცევას შეიცავდეს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024