კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

განცხადებები 13 მარტი 2020

 

 

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენის დროს, სადაც მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა.

 

ასევე ის ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა. ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

 

მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. საკითხის განხილვაში ჩართული არ ყოფილან პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მართალია, ამის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე საბჭოს არ გააჩნდა, მაგრამ პროცესისთვის მეტი ლეგიტიმაციის მისანიჭებლად და საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო შერჩევის პროცესის ღიად და ინკლუზიურად წარმართვა.

 

პროცესის მიმართ ზემოაღნიშნული კითხვებისა და თავად კანდიდატის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ განწესების ისტორიის გათვალისწინებით, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას და მოუწოდებს დეპუტატებს უარი თქვან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

01.07.2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი ონლაინ სხდომა ჩაატარა

30.06.2020

ონლაინ დისკუსია - სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში

29.06.2020

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

26.06.2020
განცხადებები

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

26.06.2020

მოვუწოდებთ კახა კალაძეს იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

24.06.2020

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენის რეჟიმს დაუბრუნდა

23.06.2020

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს

23.06.2020
ბლოგპოსტები

კოვიდ-19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

15.06.2020

Covid 19-ის გავლენა საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოში

11.06.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020