სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროვებას ითხოვენ

განცხადებები | აქტუალური თემები 12 აპრილი 2022

ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა

და გაფართოების საკითხებში  ოლივერ ვარჰეის

საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს

 

2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა. უახლოეს პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს კითხვარს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

 

ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება (იხ. შეფასების დოკუმენტი https://bit.ly/3LUEYyh).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას.  

 

11 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  5. საქართველოს ჟურნალისტთა ქარტია
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. უფლებები საქართველო
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. ღია სივრცე კავკასია
  10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. კავშირი საფარი
  13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  15. პრევენცია პროგრესისთვის
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024