პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით
გვსურს აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტით გაუმჯობესებულია რიგი საკითხებისა, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის პროცედურა, მოსამართლეთა მივლინების წესი, მოსამართლედ განმწესებამდე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცედურა, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები, კონკურსის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და სხვა საკითხები.