უძრავი ქონების ბაზრის გამჭვირვალობა აშშ-ში და არასამთავრობოების მიმართვა ამერიკის მთავრობას

განცხადებები 27 აპრილი 2015

უძრავი ქონების ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და შემოსავლიან მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა, საზოგადოების ფართო წრეში არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამჭირვალეა აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი აქტორების მოქმედება. აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შორის იყო „საერთაშორისო გამჭირვალობა ამერიკაც“. მათ ხელი მოაწერეს მიმართვის წერილს და მოუწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტს (სამინისტროს) უზრუნველყოს უცხოელი მესაკუთრეების წარმომავლობის გადამოწმება რათა ქვეყნის ეკონომიკის ეს სექტორი დაცული იყოს ფულის გათეთრების შესაძლო საფრთხისგან.


ფინანსთა დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულის სააღსრულებლო ქსელისადმი (Financial Crimes Enforcement Network (FinCEN) გაგზავნილ მიმართვაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ გაუქმდეს აშშ-ს ე.წ. „პატრიოტულ აქტში“ (USA PATRIOT ACT - Uniting and Strengthening America by Providing Appropriate Tools Required to Intercept and Obstruct Terrorism Act) 2002 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გარკვეული ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის უძრავი ქონების სფეროში ჩართული ადამიანები, დროებით განთავისუფლდნენ ფულის გათეთრების პროგრამის განხორციელების ვალდებულებისგან.


აღნიშნული აქტი, რომელსაც ხელი მოეწერა 2001 წელს, უძრავი ქონების ბროკერებსა და ბაზარზე მონაწილე სხვა აქტორებს ავალდებულებდა შეემოწმებინათ მათი მომხმარებლები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. თუმცა ძლიერი ლობირების წყალობით, უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეები განთავისუფლდნენ საბოლოო რეგულაციებისგან.


მიმართვის წერილში ნათლად არის წარმოდგენილი ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს მდიდარმა უცხოელმა მესაკუთრეებმა და მათ შორის პოლიტიკოსებმაც ფიქტიურად რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ნიუ-იორკის ცენტრში ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსების შეძენა.


საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით: „ამერიკა არ უნდა უგებდეს წითელ ხალიჩას ბინძური ფულის შემოდინებას ქვეყანაში“.
წერილში ასევე მოყვანილია 2010 წელს სენატის მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნა, სადაც აღწერილია უცხო ქვეყნების ხელისუფლებაში მყოფი პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების კორუფციის შემთხვევები, რის შედეგადაც არაკანონიერი გზით მოპოვებული თანხებით ხდებოდა აშშ-ში ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენა.


უმრავლეს შემთხვევაში, საცხოვრებელი კომპლექსები შეძენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) სახელით, რომელთა საშუალებითაც ხდება რეალური მფლობელების ვინაობის დაფარვა. აშშ-ს რიგი შტატების და ასევე სხვა ქვეყნების კანონმდებლობა არ მოითხოვს ასეთი ტიპის კომპანიების სახელით მოქმედი პირების ვინაობის გამჟღავნებას. აღნიშნული ხელს უწყობს ცუდი პრაქტიკის გაგრძელებას და აფერხებს ნორმალური საფინანსო ოპერაციების წარმართვის შესაძლებლობას. არსებული საკანონმდებლო სივრცე ამცირებს სათანადო ფინანსური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებს.


იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება 2002 წელს მიღებული ცვლილებები, უძრავი ქონების სექტორი დროებით აღარ იქნება გათავისუფლებული ფულის გათეთრების პროგრამის განხორციელების ვალდებულებისგან. ასეთი კონტროლის პირობებში აშშ-ს პრაქტიკა დაუახლოვდება „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური საშუალებების შემუშავების სამუშაო ჯგუფის“ (Financial Action Task Force on Money Laundering — FATF) რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც ისეთი ბიზნესის წარმომადგენლები, როგორიცაა უძრავი ქონების სააგენტოები, უნდა აღრიცხავდნენ მომხმარებლებს და ახორციელებდნენ მათ სათანადო ფინანსურ კონტროლს.


უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელ მესაკუთრეთა შორის არიან პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული პირები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, კოლუმბიიდან, მალაიზიიდან და ჩინეთიდან.


მიმართვა ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს 2014 წელს მიღებული წესები, რათა ბანკები და სხვა საფინანსო კომპანიები ვალდებულნი იყვნენ გაზარდონ თავიანთი მომხმარებლების ვინაობის გამჭირვალეობა.


ამ საკითხს ეხმიანება ნიუ-იორკ თაიმსიც, რომლის მონაცემებითაც , ნიუ-იორკის ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსების შეძენაში ანონიმური მესაკუთრეების წილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 39%-დან მკვეთრად გაიზარდა და 2014 წელს 54%-ს მიაღწია. ამასთან, უცხოელი მესაკუთრეები ფიქტიურად რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ამერიკის მთელს ტერიტორიაზე შეისყიდიან ფართებს. ამგვარად, ანონიმური კომპანიები საშუალებას აძლევენ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს ჩაიდინონ ორგანიზებული დანაშაული, გადარიცხონ და მიითვისონ არალეგალურად მოპოვებული ფინანსები.


სწორედ ამიტომ, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია აშშ-ს სახაზინო სამსახურმა იმოქმედოს ორი მიმართულებით:
1) დაუყოვნებლივ მოეთხოვოს უძრავი ქონების სექტორში ჩართულ პირებს აიღონ საკუთარ თავზე მომხმარებლების სათანადო ფინანსური კონტროლის ვალდებულება;
2) ფინანსურ ინსტიტუტებს მოეთხოვოს გაუმჯობესებული ფინანსური კონტროლი იურდიული პირის სტატუსის მქონე მყიდველების შემთხვევაში.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკა“ მოუწოდებს მთავრობას დააწესოს რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისადმი, რომლებმაც უნდა წარმართონ სათანადო ფინანსური კონტროლი არა მხოლოდ ინდივიდუალური პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშებზე, არამედ იურდიული პირების, მათ შორის ფიქტიურად რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებზეც. ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ ამერიკის მთავრობას, მოსთხოვოს კომპანიების ოფიციალურ ბენეფიციარ-მესაკუთრეებს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება, რაც გამორიცხავს კერძო პირების ვინაობის დამალვას ანონიმური კორპორატიული კომპანიების უკან.


ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით აღკვეთონ კორუფციული გზით შემოსული თანხების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა უცხოელების მხრიდან და მიიღონ შესაბამისი ზომები.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მსგავსი პრობლემა არსებობს საქართველოში. საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ქონების, მათ შორის სახელმწიფო ქონებისა და სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების (მაგ. ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, მედია) მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული და მათზე ინფორმაციის მოპოვება რთულია. შესაბამისად, იქმნება რეალობა, როდესაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქონების შემთხვევაშიც კი უცნობია ზუსტი მფლობელების ვინაობა და ინტერესები, რაც დიდი გამოწვევაა როგორც ანგარიშვალდებულების, ისე უსაფრთხოების კუთხით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ეფექტური მმართველობის ცენტრი
  • ვაშინგტონის მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისთვის (CREW)
  • ეკვატორული გვინეის სამართალი
  • ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და კორპორატიული გამჭრვალობის კოალიცია (FACT)
  • მსოფლიო ფინანსური ანგარიშვალდებულება
  • მსოფლიო ანგარიშვალდებულება
  • მსოფლიო დაკვირვება
  • მთავრობის ანგარიშვალდებულების პროექტი (GAP)
  • აშშ-ს იუბილეს ქსელი
  • აშშ-ს მისიონერული მოღვაწეობა
  • ახალი წესები მსოფლიო ფინანსური კოალიციისთვის
  • ღია მმართველობა OpenTheGovernment.org
  • ოქსფამი ამერიკა
  • საგადასახადო სამართლის ქსელი ამერიკა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკა
  • აშშ-ს საჯარო ინტერესთა კვლევის ცენტრი (PIRG)
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024