კაბელების საქმეზე - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 20 მაისი 2016

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ. ‘’კაბელების საქმეზე’’ დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახმაურებული საქმის განვითარებას საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადევნებდა თვალს და მოვლენების პარალელურად ჩნდებოდა კითხვები, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა პროცესები. აღსანიშნავია, რომ შექმნილმა ვითარებამ და საქმის პოლიტიკურმა ელფერმა გაზარდა საზოგადოების მხრიდან უნდობლობა.

 

სამართლებრივი გარემოებები და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული კითხვები, არსებული კონტექსტი და საქმის განხილვის პროცესში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები ამძაფრებს საზოგადოების განცდას, რომ მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს საქმეზე დაკვირვებას და სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების შემდეგ დეტალური შეფასებების გაკეთებას. 

 


არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ საერთო შეფასებას საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად ეხმაურებიან. www.liberali.ge  და www.tabula.ge უცვლელად აქვეყნებენ ტექსტს.

 


www.netgazeti.ge  კაბელების საქმეზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებაზე საუბრობს. ამავე სტატიაში, ჟურნალისტი მიმოიხილავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას და IDFI-ს დირქტორის, გიორგი კლდიაშვილის სიტყვებს იშველიებს.

 


www.tabula.ge გიორგი კლდიაშვილის შეფასებას კაბელების საქმეზე უცვლელად აქვეყნებს. ციტატაში საუბარია საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე და ბრალდების მხარის არასაკმარის მტკიცებულებებზე. გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, ‘’სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას.’’

 


კაბელების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით www.netgazeti.ge კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, სადაც ის იუსტიციის საბჭოს მოსაზრებას ეხმაურება კაბელების საქმეზე არასამთავრობოების განცხადების შესახებ. ამ უკანასკნელის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს სასამართლოს მიერ მიღებული სრული ტექსტის გამოქვეყნებამდე მის ‘’დაუსაბუთებლობაზე’’ ლაპარაკი არასამთავრობოების მხრიდან არასწორად მიაჩნია. იუსტიციის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი განცხადებები არასამთავრობოების მხრიდან ‘’დემოკრატიას ხელყოფს.’’ ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა გაზეთ რეზონანსის გამოშვება "მთელი კვირა"- ში.  

 


რადიო პირველთან საუბრისას, გიორგი კლდიაშვილი მოკლედ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის ხაზს უსვამს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას. მისი აზრით, საქმეში არსებული გაურკვევლობა და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი, საეჭვოს ხდის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისწორეს.

 


არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით დაინტერესდნენ შემდეგი საინფორმაციო ინტერნეტ პორტალებიც:

www.netgazeti.ge 


www.info9.ge

 

www.medianews.ge 

www.ipress.ge

 

www.newposts.ge

 

www.news.ge

 

www.pia.ge

 

www.interpressnews.ge

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024