IDFI: მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით 474 654 ლარი გაიცა

IDFI მედიაში 20 აგვისტო 2014

IDFI მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.


ორგანიზაციის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს გაცემულია პრემია 474 654 ლარის ოდენობით. აქედან, გამგებელსა და მის  მოადგილეებს სულ მიღებული აქვთ 23 149 ლარი. გასულ წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13-მა წევრმა პრემიის სახით ჯამში 53 425 ლარი, ხოლო საკრებულოს სხვა თანამშრომლებმა  30 400 ლარი მიიღეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  და მისმა სამმა მოადგილემ 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით სულ  4 912 ლარი მიიღეს, ხოლო დანარჩენმა თანამშრომლებმა - 52 083 ლარი.  დუშეთის გამგეობაში გასულ წელს ერთჯერადად მხოლოდ სარვამარტო პრემია - სულ 3339 ლარი გაიცა ქალბატონებისთვის. აქედან,  გამგებლის მოადგილემ, ნინო ხუციშვილმა სარვამარტო პრემიის სახით მხოლოდ 63 ლარი მიიღო. 2013 წელს  საკრებულოს წევრებზე სულ 13 152 ლარის ოდენობის სახელფასო დანამტი გაიცა, ხოლო სხვა თანამშრომლებზე - 3 769 ლარი.  გამგეობის მსგავსად საკრებულოშიც 2013 წელს მხოლოდ სარვამარტო პრემია -  სულ 630 ლარი გაიცა.



თიანეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს  ჯამში გაცემულია 61 060 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც გამგებელმა და მისმა სამმა მოადგილემ  5 860 ლარი, ხოლო  სხვა თანამშრომლებმა - 55 200 ლარი მიიღეს. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს დარიცხული პრემიების ოდენობა სულ 9000 ლარია, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე - 8 960 ლარი.


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ 52 415 ლარია გაცემული.  აქედან, მუნიციპალიტეტის გამგებელსა   და მის სამ მოადგილეს სულ 5960 ლარი აქვთ მიღებული.  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს სულ 23 560 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024