2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინიციატივა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ვალდებულებად აქვთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და გამოქვეყნება, უნდა დაემატონ:
ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები;
საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეები;
სამინისტროების ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები.
ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციები თანამდებობის პირთა სიის გაფართოებასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონში შესული მთელი რიგი ცვლილებების შედეგად კი გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა ევალებათ.
კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ:
სამინისტროს სამმართველოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის მოადგილეები;
საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელის მოადგილეები;
იმ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, თუკი მანამდე თანამდებობის პირად მიიჩნეოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მხოლოდ ზოგიერთი სსიპ-ის ხელმძღვანელი, ახალი ცვლილებების შემდეგ რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი სსიპ-ების გარდა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და აგრეთვე მისი მოადგილე მიიჩნევა თანამდებობის პირად;
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.
რაც შეეხება თვითმმართველ ორგანოებს, 2014 წლის 5 თებერვლის რედაქციით თანამდებობის პირების ნუსხას დაემატნენ გამგეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები:
გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აღნიშნული ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია არის ის, რომ 2013 წლის ნოემბრის ცვლილებებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები არ ითვლებოდნენ თანამდებობის პირებად.
კანონის მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპ-ებისა და საწარმოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139დადგენილებით განისაზღვრა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. აღნიშნული დადგენილებით თანამდებობის პირად კი მათ შორის ჩაითვლება:
თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე.
მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები თანამდებობის პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით. მომავლისთვის სასურველი იქნება, თუ სსიპ-ების ჩამონათვალიც ყოვლისმომცველი გახდება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვნად ვთვლით აგრეთვე დეკლარანტთა რიცხვს დაემატონ, სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა სამეთვალყურეო საბჭოების წევრებიც.
1. სახელმწიფოს ან ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს.
2. იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს, აგრეთვე, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით აღემატება ასი ათას ლარს) ხელმძღვანელი.
2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე http://www.declaration.gov.ge უკვე გამოქვეყნდა თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ქვემოთ გთავაზობთ დღეის მდგომარეობით სისტემაში გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან შემოსავლების შესახებ არსებული მონაცემების რამდენიმე მაგალითს:
იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები რომელთა აქციების ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო