არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

განცხადებები 27 ნოემბერი 2017

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით.

 

არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, სხვადასხვა კოალიციებისა და მოძრაობის უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით. ამ პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული ორგანიზაციების პოზიციები.

 

მისასალმებელია ასევე, სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია. ნინო ლომჯარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოირჩევა პრინციპულობით, მაღალი კვალიფიკაციითა და კარგი რეპუტაციით. იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს, რაც გაზრდის სახალხო დამცველის ლეგიტიმაციას.

 

კავშირი „საფარი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ფონდი ღია „საზოგადოება საქართველო“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მრავალეროვანი საქართველო
თანასწორობის მოძრაობა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024