აჭარის საკონსულტაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივლისი 2020

15 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმისათვის წარსადგენი ინიციატივები. დასახელებული ინიციატივები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ ღიაობას, გააუმჯობესოს საჯარო სერვისების მიწოდება, გაზარდოს ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

 

საკონსულტაციო ჯგუფი წევრების მიერ მომზადებულ ინიციატივებს გააერთიანებს და წარუდგენს ღია მმართველობის საბჭოს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართულობისა, და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო ჯგუფმა თავმჯდომარედ აირჩია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელიც ბათუმში საკუთარი წარმომადგენლის მეშვეობით კოორდინაციას გაუწევს საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.   

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024