მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები | პუბლიკაციები 5 თებერვალი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას. 

 

4 თებერვალს სოციალურ ქსელში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი დღეიდან 18:00 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს. ტელეწამყვანი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზია „მოამბის" პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი. როგორც ტელეწამყვანი წერს, არხის ოფიციალური პოზიციით „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება „მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულება". 

 

საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იგი ვერ ასრულებს საკანონმდებლო ვალდებულებებს, არასრულყოფილად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არის მიკერძოებული "ქართული ოცნების" მიმართ და ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ყოველივე ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრიათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს. აღნიშნული პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები და სამეურვეო საბჭოს წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საეთერო სივრცეში ობიექტური ხმების გაჩუმებას და ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდის გავრცელებას. ბოლო დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურისა და ხელმძღვანელობის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი შემთხვევა. 

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც იბრძვიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკისათვის. 

 

ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) გამოხატოს პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ. ქართულმა საზოგადოებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული კანონდარღვევებისა და ცენზურის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის პოზიცია დღემდე ვერ მოისმინა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024