საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ოქტომბერი 2014

 

2013 წლის ოქტომბერში ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, განაახლა პროექტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge, რომელიც წარმოადგენს 2010 წელს ინსტიტუტის მიერ დაწყებული პროექტის გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში, ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიზანია საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის თავისუფლების უფლების აღსრულების მონიტორინგი. წინა პროექტების მსგავსად, IDFI კვლავაც აგრძელებს ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის შეფასებას.

 

 

ამჟამად წარმოგიდგენთ კვლევას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

  

 

მოთხოვნილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია


მოცემული კვლევის პერიოდში IDFI-იმ საქართველოში აკრედიტირებულ 10 უნივერსიტეტს 2013 წლის აპრილს გაუგზავნა 190 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა უნივერსიტეტებმა:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
4. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
6. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი
7. ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი


კვლევის პერიოდში (აპრილი 2013 – სექტემბერი 2014) გაგზავნილი 190 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მივიღეთ 96 მოთხოვნაზე. 24 შემთხვევაში მოგვწეოდა არასრულყოფილი ინფორმაცია. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვეთქვა ან შეკითხვა უპასუხოდ იქნა დატოვებული 28 შემთხვევაში (აქედან 19 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც უყურადღებოდ დატოვა ჩვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ), ხოლო 42 შემთხვევაში გვეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნდა მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და არ ქონდა განხორცილებული კონკრეტული ქმედება.


IDFI-ის შეფასებით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 75.7% შეადგენს. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე უნივერსიტეტს, აღნიშნულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს 100% რეიტინგით. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ა.წ. 28 ოქტომბერს მოგვაწოდა. არსებული მონაცემებით მეორე ადგილზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია 99%–ით. თელავის სახელმწიფო უნივერისტეტს მცირედით ჩამორჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 89.2%-ის ტოლია. 

 



ამასთან აღსანიშნავია რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვეენებლი აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, რომელმაც სამწუხაროდ უყურადღებოდ დატოვა ინსტიტუტის განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, შესაბამისად აღნიშნული უნივერსიტეტიდან არც–ერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

 


პრემიები და დანამატები სახელმწიფო უნივერსიტეტებში

 


უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემებიდან შეგვიძლია ვიხილოთ თუ რა რაოდენობის პრემია და დანამატი იქნა გაცემული ჯამში უნივერსიტეტებში. ამ მხრივ ლიდერობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 549 824.86 ლარით. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტექნიკური უნივერსიტეტი 2 250 361 ლარით. 448 079 ლარიდან 938 146.5 ლარამდე მერყეობს უნივერსიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 



სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ სტატისტიკა სახელმწიფო უნივერსიტეტებში 

 


IDFI-იმ მიმართა უნივერსიტეტებს წერილობით განცხადებით მოეწოდებინათ ჩვენთვის 2010-2013 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზების მიხედვით. ჩვენს შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი მივიღეთ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. არასრულყოფილი სახით ინფორმაცია მოგვაწოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ინფორმაცია არ მოგვაწოდა გორის სახელმწიფო უნივერსტიტეტმა.


აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2010 წელს სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა 123 პირს, 2011 წელს – 113 სტუდენტს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 43 სტუდენტს 2009–2010 სასწავლო წლის განმავლობაში, 939 სტუდენტს შეუჩერდა მოცემული მიზეზით სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წელს, 790–ს – 2011-2012 სასწავლო წელს, 1108–ს – 2012–2013 სასწავლო წლის და 1192–ს 2013–2014 სასწავლო წლის განმავლობაში. საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2010 წელს სტუდენტის სტატუსი გადაუხდელობის გამო შეუჩერდა 676 პირს, 2011 წელს – 1521 პირს, 2012 წელს – 960 ხოლო 2013 წელს კი – 1441 სტუდენტს.

 



სტუდენტური თვითმმართველობისა და წიგნების შესასყიდად გამოყოფილი თანხების შედარება

 

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა გამოსახული, 2011 წელს მომდევნო წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო როგორც თვითმმართველობის დაფინანსება ისე წიგნების შესაძენად გამოყოფილი თანხების ოდენობა. თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ 2010–2012 წლების განმავლობაში თვითმმართველობის დაფინანსება მნიშვნელოვნად აღემატებოდა წიგნების შესასყიდად გამოყოფილი თანხების ოდენობას, ხოლო 2013 წელს კი ტენდენცია შეიცვალა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წიგნების შესაძენად გამოიყო მნიშვნელოვნად მეტი თანხა ვიდრე თვითმმართველობის დასაფინანსებლად.

 



  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება 2010–2013 წლების განმავლობაში წიგნების შესყიდვისთვის გამოყოფილი დაფინანსება ყოველ წელს აღემატებოდა სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებას. მნიშვნელოვანი ტენდენცია შეიმჩნევა 2013 წელს, როდესაც წიგნების შესყიდვისთვის გამოყოფილმა თანხამ დაახლოებით 3.7–ჯერ გაუსწრო თვითმმართველობის დაფინანსებას.

 



 

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტიდან მიღებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ წიგნების შესასყიდად გამოყოფილი თანხები 2010 –2013 წლების განმავლობაში არც ერთ წელს არ აღემატებოდა სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებას და პირიქით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მას. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც სტუდენტური თვითმმართველობის ისე წიგნების შესასყიდად გამოყოფილმა თანხებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2012 წელს მიაღწია. 2013 წელს სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებამ კი ისევ დაიწია და თითქმის გაუტოლდა 2011 წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება წიგნების შესყიდვისთვის გამოყოფილ თანხებს, 2013 წელს აღნიშნული მიზნით დაფინანსებამ მნიშვნელოვნად იკლო და 2013 წელს საბიბლიოთეკო და არასაბიბლიოთეკო ფონდის შესავსებად გამოყოფილი თანხა თითქმის 2.2–ჯერ ჩამოუვარდა 2012 წლის მაჩვენებელს.

 


დასკვნა


IDFI-იმ მიერ ჩატარებული კვლევისა და უნივერსიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.


მაგალითად, დადებითად უნდა შეფასდეს თელავის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში დანერგილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა. ამ უნივერსიტეტებმა ინტიტუტის თითქმის ყველა შეკითხვას სრულყოფილი პასუხი გასცეს. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება შეინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.


მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რიგ უნივერსიტეტებში შეიმჩნევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. პრობლემურია მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ რექტორსა და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ჩვენი კითხვის უპასუხოდ დატოვება. რიგ შემთხვევებში ხარვეზებს წავაწყდით სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტების მიერ არ მოგვეწოდა ინფორმაცია მივლინების მიზნების შესახებ. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უპასუხოდ დატოვა აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.


უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილე ყველა უნივერსიტეტმა, გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა ინფორმაცია არ მოგვაწოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაში.


ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინა კვლევის პერიოდთან შედარებით უნივერსიტეტთა უმრავლესობაში გაუარესებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. კერძოდ აღნიშნული ტენდენცია შეიმჩნევა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, ზუგდიდისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მიუხედავად ამისა წინა კვლევისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უკანასკნელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 26.7%–ით არის გაზრდილი, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რადგან წლების განმავლობაში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხაროდ არ გამოირჩეოდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელით.

 


/public/upload/courts/FOI State Universities 4.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024