"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"  (IDFI) არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი. ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი დარეგისტრირებულია ქ. თბილისში, 18 ივნისს 2009 წელს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მისია არის სხვადასხვა ღონისძიებებისა და საქმიანობების ინიციირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ინტერნეტ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. ინსტიტუტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო არქივების გახსნილობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საბჭოთ პერიოდის და ტოტალიტარიზმის შესწავლაში, საარქივო კვლევების განხორციელება.

დევიზი: თავისუფლება ინფორმაციას

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიზნები

- მოსახლეობის გათვითცნობიერებულობის ამაღლებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მხარდაჭერა; -  სახელისუფლებო საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცეში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა; - საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული გამჭვირვალობის და ელექტრონული დემოკრატიის დამკვიდრება და  განვითარება; -  საქართველოში თავისუფალი საინფორმაციო სივრცის შექმნა; - საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემების გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამეცნიერო თუ პრაქტიკული საქმიანობების წარმართვა; - სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო ბაზის განვითარებაში; - საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის ინფორმაციის საჯაროობის ხელშეწყობა კანონით გათვალისწინებული საქმიანობით და მეთოდებით; - სხვადასხვა აქტივობებითა და კვლევებით საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაცული დოკუმენტების განსაიდუმლოებისა და მათზე საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა; - საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოთა და უწყებათა მიერ მიღებული, გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელი (წარსულში გასაიდუმლოებული) დოკუმენტების მოძიება, შეგროვება, შესწავლა და წარდგენა ფართო აუდიტორიისა და დაინტერესებული პირებისათვის.  

ინსტიტუტი ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად იყენებს შემდეგი სახის საქმიანობის ფორმებს:

  • ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებსა და ღონისძიებებს, ახორციელებს სასწავლო-მოსამზადებელ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ და სხვა სახის პროგრამებს;
  • იწვევს როგოც ქართველ, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების უცხოელ ექსპერტებს, სპეციალისტებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
  • სხვადასხვა გამოცემების, კრებულების, ჟურნალების, საინფორმაციო სახის ბუკლეტების თუ ბროშურების გამოქვეყნება;
  • ინტერნეტ გვერდის შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნება წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევასთან;
  • საარქივო მასალების კვლევა და გამოქვეყნება, სამეცნიერო-კვლევითი შინაარსის თემების და ნაშრომების გამოქვეყნება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024