პარლამენტში ამოქმედდა მოქალაქეთა განახლებული მისაღები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 მაისი 2022

2 მაისს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში განახლებული მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა. მოქალაქეთა მისაღები არის საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. მოქალაქეთა განახლებული მისაღები მიზნად ისახავს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას და საპარლამენტო სერვისების მოქალაქეთათვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდებას. 

 

მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში, საქართველოს მოქალაქეებს დახვდებათ ელექტრონული მონიტორი, სადაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ყველაზე უფრო საინტერესო ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, პარლამენტის წევრებისა და მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. ასევე, მისაღებში განთავსებულ მონიტორზე გავა საინფორმაციო კლიპები, მათ შორის ვიდეო-კლიპი პარლამენტის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ საინფორმაციო დაფებზე განთავსებულია საპარლამენტო სერვისების ამსახველი სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურა.

 

ელექტრონული დეშბორდის აპლიკაცია, მობილური აპლიკაციის ვიდეო და 23 დასახელების საინფორმაციო ბროშურა, სადაც აღწერილია საპარლამენტო სერვისების შესახებ ინფორმაცია, შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024