საფრანგეთში აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 26 იანვარი 2023

2023 წლის 25 იანვარს,  საფრანგეთში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

25 იანვარს შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, სადაც IDFI-ის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილმა უმასპინძლა.

 

მოგვიანებით, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (EHESS) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

 

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა; რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, კლერ მურადიანმა; ემერიტუს პროფესორმა, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის პრეზიდენტმა, შარლ ურჟევიჩმა; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.

 

“დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს თერგდალეულების, მეორე და მესამე დასელების, პირველი რესპუბლიკის პარტიების მაგალითებს. კომუნიზმის მიერ 70 წლის განმავლობაში თავსმოხვეული ფსევდოეროვნული ღირებულებები, არასწორად გააზრებული გმირები თუ მოვლენები და შექმნილი ცრუ ხატებები უნდა ჩანაცვლდეს ზემოაღნიშნულით”, - გიორგი კლდიაშვილი.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი წარადგინეს წიგნის ავტორებმა - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი, თამარ ჩხენკელი; საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და სხვა მოღვაწეების შთამომავლები.

 

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას მისთვის საინტერესო კითხვების დასმისა და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.

 

IDFI-ს წარმომადგენლებმა და აკადემიის წევრებმა ისაუბრეს პირველი რესპუბლიკის კვლევის გაღრმავებასა და ერთობლივ აქტივობებზე.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

 

ღონისძიება გაიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022