IDFI-ს ცნობით, შეცვლილი მინისტრების პირობებში უწყებები გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ

IDFI მედიაში 23 ივლისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იმედს გამოთქვას, რომ შვიდივე მინისტრის შემცვლელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკას გააგრძელებს.

 

IDFI-ის ინფორმაციით, 2014 წლის მარტში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 99.7%, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კი 90.8% მაჩვენებელი.

 

“გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებული მინისტრების უმეტესობის ხელმძღვანელობით სამინისტროებმა განიცადეს მნიშვნელოვანი პროგრესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლებიც, ინსტიტუტის შეფასებით, 2013-2014 წლებში იკავებდნენ მოწინავე პოზიციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების რეიტინგში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის მიხედვით. IDFI გამოთქვამს იმედს, რომ ის ახალი მინისტრები, რომლებიც დაინიშნებიან აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებად, გააგრძელებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკას და გამჭვირვალე და ღია მმართველობა იქნება მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი” – ნათქვამია IDFI–ის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შვიდმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. აქედან ორი სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი, პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატებად დაასახელა. დანარჩენი 5 უწყების ხელმძღვანელების ვინაობა კი უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დასაქმების პროგრამა თუ გაფლანგული ასეულობით მილიონი ლარი?

02.06.2026

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

15.05.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
განცხადებები

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024