2013 წლის მონაცემები აჭარის რეგიონიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 ნოემბერი 2014

2014 წლის მარტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმართა აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

IDFI-ის მოთხოვნები სამწუხაროდ უპასუხოდ დატოვეს ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა. ამასთან, აჭარის ა/რ-ის არცერთ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს IDFI-ის ყველა მოთხოვნაზე სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

 

  •  პრემიები

აჭარის ა/რ-ის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2013 წელს აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (ქობულეთისა და შუახევის საკრებულოების გამოკლებით) სულ გაიცა 5 807 395 ლარის ოდენობის პრემია, აქედან ყველაზე მეტი - 2 870 683 ლარი - ქ. ბათუმის მერიაში. გასულ წელს აჭარის ა/რ-ში გაცემული პრემიები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ქობულეთისა და შუახევის საკრებულოებში 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.

 

ქალაქ ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს 2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს 25 806 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს 21 950 ლარი. სხვა ადგილობრივ თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით მიღებული აქვს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს ნოდარ თავართქილაძეს- 12 287,5 ლარი.

 

 

  •  წარმომადგენლობითი ხარჯები

2013 წელს აჭარის ა/რ-ის თვითმმართველი ორგანოების მიერ (შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებით) გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 97 092.52 ლარი.
ქ. ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლობითი ხარჯები სულ შეადგენს 58 461 ლარს, საიდანაც ქ. ბათუმის მერიის მიერ დახარჯულია 49 388 ლარი.

გასულ წელს აჭარის ა/რ-ში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

 

ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ არ იქნა მოწოდებული.

 

  •  ავტოპარკი

2014 წლის მარტის თვის მონაცემებით აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს შორის ყველაზე მეტი ავტომობილი (65) ირიცხება ქალაქ ბათუმის მერიის ბალანსზე, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 1 351 340 ლარს. მათ შორისაა 2012 წელს შეძენილი სახანძრო ავტომანქანები „MAN TGL 12.180 4X2“ (შესყიდვის ფასი - 409 000 ლარი), „ISUZU NPR“ (შესყიდვის ფასი - 218 000 ლარი) და „MAN 33.360“ სახანძრო ცისტერნა (შესყიდვის ფასი - 395 999 ლარი).

 

 

აჭარის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები სარგებლობაში გადაცემული ჰყავს შუახევის და ხულოს გამგებლებს. მათ სარგებლობაშია 2011 წელს 63 000 ლარად შეძენილი იმავე წლის გამოშვების Toyota Fortuner - ები.

 

 

  • აუდიტი

2013 წელს აჭარის ა/რ -ის სხვადასხვა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა 2011-2012 წლებში განხორციელებული სხადასხვა პროგრამების აუდიტორული შემოწმება. აუდიტის ანგარიშების მიხედვით გამოვლენილია მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია ღონისძიებების არასწორ დაგეგმვასა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვასთან.


მაგალითად, როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა ქალაქ ბათუმში ყინულის მოედნის დაშლა-გადატანის სამუშაობისათვის გაწეულმა ხარჯმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგინა 740 877 ლარი. აღნიშნული ხარჯი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შეფასდა, როგორც მერიის მიერ კეთილმოწყობის ღონისძიებების არასწორი დაგეგმვა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვა.

 

სახლმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა აჭარის ა/რ -ის სხვადასხვა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოში აუდიტორული შემოწმებები განხორციელდა შიდა აუდიტის სამასახურების მიერ. მაგალითად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე ძირითადი აქტივების მუხლით ირიცხება და ფიზიკურად არ არის ვოლგის მარკის ორი ავტომობილი (ერთობლივი ღირებულება - 13 268 ლარი) და სამი წისქვილი (ერთობლივი ღირებულება - 26 478 ლარი).

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები:
ქ. ბათუმის მერია და საკრებულო
ხულოს მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
შუახევის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024