11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

სიახლეები | განცხადებები 12 იანვარი 2025

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 11 იანვარს თბილისსა და ბათუმში პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა. მათი ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე. ამ კუთხით ადგილი ჰქონდა არა მარტო ძალის გადამეტებას დაკავების პროცესში და შემდეგ, არამედ არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში. გასული ღამის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ დაკავებულებთან შეხვედრასა და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას.

 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს თავის არეში მიღებული დაზიანებების გათვალისწინებით, სჭირდება დროული სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, იგი ამ დროისთვის დაკავებულად მიიჩნევა. ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად დაუსაბუთებლად არ ათავისუფლებს მას ხელწერილის საფუძველზე. ამ დროის მონაცემებით, დაკავებული ხვალამდე დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

ადვოკატები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მოენახულებინათ „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან იგი მალევე ხელახლა დააკავეს. ამ დროისთვის იგი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამომძიებელთა თქმით, მას შესაძლოა 48 საათში წარუდგინონ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ჟურნალისტი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები კვლავ განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი 

უფლებები საქართველო 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი    

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024