IDFI-მ საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის ანგარიშისათვის განახლებული ფორმა გაუგზავნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 დეკემბერი 2014

ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშები და წარუდგინოს ისინი საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო დაწესებულებებს გაუგზავნა განახლებული ფორმა საჯარო ინფორმაციის ანგარიშისათვის. 

საჯარო ინფორმაციის ანგარიშის წარდგენა შესაძლებელს ხდის და აადვილებს არა-მარტო ხელისუფლების მხრიდან (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი) არამედ, ინფორმაციის თავისუფლების ანგარიშების სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით, საზოგადოების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის კონტროლს .

შეგახსენებთ, რომ IDFI-ის მიერ განხორციელებული ბოლო კვლევის ფარგლებში, 2009-2013 წლის ანგარიშების შედარებამ აჩვენა, რომ წლიდან წლამდე ძირითადად მხოლოდ მოთხოვნილი ინფორმაციის რაოდენობრივი მონაცემები იცვლება და არ ხდება არსებული ხარვეზების გამოსწორება. ანგარიშებში ასახული მონაცემები უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილია, არ შეესაბამება სზაკ-ის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ თითოეული საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაამტკიცონ 10 დეკემბრის ანგარიშის განახლებული ფორმა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024