რატომაა მდგრადი განვითარების მიზნები მნიშვნელოვანი?

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 15 ივნისი 2017

ავტორი: მარინა გურბო, დამოუკიდებელი კონსულტანტი, პროექტი "გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში

 

 

რატომაა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) მნიშვნელოვანი?

 

მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG-ებზე) ერთ-ერთი ყველაზეხშირად დასმული კითხვაა არის ის, თუ რატომაა საჭირო კიდევ ერთი ჩარჩო, როდესაც არსებობს საერთაშორისო კონვენციები, ეროვნული დონის პოლიტიკები და სტრატეგიები, რომლებიც 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს აგვარებენ.

 

მიუხედავად მუდმივი დავისა ათასწლეულის განვითარების მიზნებზე და იმაზე, თუ რამდენად იყო მათი განხორციელება შესაძლებელი და რელევანტური ყველა მონაწილე ქვეყნისთვის, ამ პროცესიდან გამოტანილი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ დროში შეზღუდული, უნივერსალური მიზნების არსებობა შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო დიდ მობილიზაციას იწვევს, აძლიერებს თანამშრომლობას მთავარ მონაწილე პირებს შორის სხვადასხვა სექტორიდან, ქვეყნიდან და რეგიონიდან, ხელს უწყობს ინოვაციას, და საექსპერტო ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას.

 

რესურსების მობილიზაციის შედეგების მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნას მიღწევები ჯანდაცვაში, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობის კლება და საყოველთაო ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. 

 

SDG-ების კიდევ ერთი მხარდასაჭერი არგუმენტი არის ის რომ, ისინი ხელს უწყობენ გრძელვადიანი მიდგომის დამკვიდრებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება ზოგი ქვეყნისთვის არ იყოს დამახასიათებელი, მაგრამ აწუხებდეს სახელმწიფოების უმრავლესობას და საჭიროებდეს ერთობლივ ძალისხმევას. სამთავრობო პროგრამათა უმრავლესობის ხანგრძლივობა არ აღემატება 4-5 წელიწადს და ამ პროგრამების მდგრადობა ხშირად ეჭვქვეშ დგება სამთავრობო და პოლიტიკური დღის წესრიგის (ზოგჯერ ძალიან ხშირი) ცვლილებების გამო.

 

SDG-ების სამიზნეები მომდევნო 15 წელიწადს მოიცავს და, შესაბამისად, ამჟამინდელ მთავრობათა უმრავლესობა 2030 წლისთვის აღარ იქნება ხელისუფლებაში. გრძელვადიანი დღის წესრიგი და სამიზნეები, რომელზეც 193 ქვეყანა შეთანხმდა, ხელს უწყობს ქმედებათა მდგრადობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად ეროვნული პოლიტიკური კონტექსტის ცვლილებისა.  

 

რით განსხვავდება მდგრადი განვითარების მიზნები ათასწლეულის განვითარების მიზნებისგან?

 

არ იქნება მართებული მივიჩნიოთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნებმა (SDG-ებმა) ჩაანაცვლა ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDG-ები). MDG-ების მრავალი განზომილება, როგორიცაა სიღარიბე,  დაბალშემოსავლიანობა, გენდერული და ეკონომიკური უთანასწორობა, განათლებისა და სკოლების არ არსებობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სუფთა წყლის დეფიციტი და სხვა, ასახულ იქნა SDG-შიც.

 

ძირითადი განსხვავება არის ხაზგასმა მდგრად განვითარებაზე. მდგრადი განვითარების განსაზღვრება [1] შეიცვალა, რათა მოეცვა უფრო ჰოლისტიკური მიდგომა, და ერთმანეთთან დაეკავშირებინა მდგრადი განვითარების სამი განზომილება: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა, და გარემოს მდგრადობა.

 

SDG-ები არა მარტო გაზომვად ცვლილებებზეა ორიენტირებული ადამიანების კეთილდღეობაში, ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და პლანეტაზე უკეთესი გარემოს შექმნაში, არამედ აგრეთვე იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ცვლილებების განხორცილება.

 

თუ SDG 16-სდა SDG 17-ს შევხედავთ, [2] ისინი ეხება მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს, კანონის უზენაესობის, და ჩართულობის პირობების შექმნას. ამ კუთხით, SDG-ები MDG-ებზე მეტ ყურადღებას უთმობს სიღარიბისა და უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას; ეს მიზეზებია კანონის უზენაესობა სისუსტე, კორუფცია, და ის ტრადიციები და ნორმები, რომლებიც ამყარებენ სქესობრივ, კულტურულ და სოციალურ დისკრიმინაციას.

 

ამ ძირეული პრობლემების გადაუჭრელად, სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელი ხდება, რადგან ისინი ყველა ურთიერთდაკავშირებულია. მაგალითისთვის, როგორც MDG-ის გამოცდილება გვიჩვენებს, ეკონომიკური ზრდა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობასა და საყოველთაო ჩართულობას; თუმცა, სამართლიანობა და ჩართულობა, რაც გულისხმობს თანაბარ წვდომას წარმოების საშუალებებზე და თანამონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ხელს უწყობს უფრო შეკრული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

 

და ბოლოს, SDG კონცენტრირებულია ისეთი ადამიანების ჩართულობაზე, რომლებიც „გარიყულნი“ არიან. თანამონაწილეობითი პროცესი საშუალებას მისცემს ძირითად მონაწილეებს დაიცვან იმ ხალხის ინტერესები და საჭიროებები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკეთესად დაგეგმილ და ინფორმირებულ ინიციატივებს.

 

„მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს სექტორმა და სხვა არასახელმწიფო აქტორებმა და ინდივიდებმა უნდა იმუშაონ იმისკენ“,[3] რომ არავინ დარჩეს პროცესის მიღმა. ყველაზე განვითარებული, განვითარებადი და უღარიბესი ქვეყანა - ყველას გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი მარგინალიზებული ჯგუფების ჩართულობის გასაუმჯობესებლად და იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს სოციალურ ინტეგრაციას, რაც სტაბილური და მდიდარი საზოგადოებების წინაპირობაა. 

 

რა შეიცვლება მსოფლიოსა და საქართველოსთვის ამ მიზნების მიღწევით?

 

2030 წლის დღის წესრიგის მიერ განსაზღვრული რაოდენობრივი სამიზნეების მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც შემუშავდა იგი. SDG დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გლობალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის პროცესს, რომელიც უნდა გაძლიერდეს შემდეგი 15 წლის განმავლობაში, და რომლის ფარგლებშიც ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი სამიზნეების მისაღწევად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილება, რომლის ნაწილიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს.

 

SDG-ების შესახებ მთავრობების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ცოდნისა და შესაძლებლობების შექნა რთული, მაგრამ სასარგებლო პროცესია. გასულ რამდენიმე წელში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში უფრო და უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი SDG-ების განხორცილებას და პროგრესის მონიტორინგის გზას.

 

„მონაცემთა რევოლუცია“, რომელსაც 2030 წლის დღის წესრიგი აცხადებს, რადიკალურად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას მონაცემებზე და სტატისტიკაზე და მის გამოყენებას მონიტორინგისა და გადაწყვეტილების მიღებაში. ეს უკვე ხდება; ბევრი ქვეყანა ცდის ახალ გზებს, მაგალითად, მობილურ ტექნოლოგიებს, GIS და სხვა ინსტრუმენტებს, რომ შეაგროვოს „მონაცემები რეალურ დროში“ და მოსახლეობა ჩართოს SDG-ებისმონიტორინგში, რათა მათი ხმა ისმოდეს იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც ყველას ეხება, მათ შორის „პროცესების მიღმა“ დარჩენილებს. 

 

 

[1] ფრაზა „მდგრადი განვითარება“ პირველად მოხსენიებულ იქნა 1987 წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში. მოხსენება შეიცავდა მდგრადი განვითარების განსაზღვრებას, რომელიც შემდეგი 25 წლის მანძილზე გამოიყენებოდა: „განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი საჭიროებები“. ამ განმარტებას შემდგომში დაემატა მდგრადი განვითარების სამი განზომილება: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა, და გარემოს მდგრადობა. სამგანზომილებიანი მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2012 წლის რიოს+20 კონფერენციაზე.    

 

[2] მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე; მიზანი 17: მდგრადი განვითარების განხორციელების საშუალებების განმტკიცება და მსოფლიო პარტნიორობის მნიშვნელობის ხელახალი გააზრება.

 

[3] გაერო. (2015). ჩვენი მსოფლიოს ტრანსფორმაცია: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის. ხელმისაწვდომია: https://sustainabledevelopment.un.org/post2015/transformingourworld

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023