გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 19 მაისი 2015

14 მაისს, IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „ადმინისტრაციული „დუმილის“ პრაქტიკა“ (გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა) შესახებ მომზადდა სიჟეტები ტელეკომპანია მაესტროსა და რუსთავი 2-ის მიერ და გამოქვეყნდა არაერთი სტატია სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: netgazeti.ge, newposts.ge, megatv.ge.


ტელეკომპანია მაესტრომ 15 მაისის „მაესტროს ცხრიანის“ ეთერში IDFI-ის კვლევის მოკლე მიმოხილვა და წინა წლებისა და მიმდინარე წლის მონაცემების შედარება წარმოადგინა.


ბიზნესკონტაქტმა თავის ეთერში IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა. ლევან ავალიშვილმა ისაუბრა დარღვევებზე, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს. მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს სახელმწიფო უწყებები იყო ინფორმაციის საჯაროობის თვალსაზრისით ყველაზე გაუმჭვირვალე.


რუსთავი 2-ის სიუჟეტში IDFI-ის პროექტის მენეჯერმა, ნინო მერაბაშვილმა ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც ძირითადაც თანამდებობების მქონე პირთა მიერ 2014 წლის განმავლობაში მიღებულ პრემიებს, სახელფასო დანამატებსა და სამივლინებო ხარჯებს ეხებოდა და რომელზეც შესაბამისმა უწყებებმა ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როცა ინფორმაცია ეხებოდა არა მოქმედი ხელისუფლების, არამედ წინა ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობებს, უწყებები სრულყოფილი სახით გასცემდნენ ინფორმაციებს.


Netgazeti.ge აქვეყნებს იმ სამინოსტროთა სიას, რომლებმაც IDFI-ის მოთხოვნები დღემდე უპასუხოდ დატოვეს და რომლებმაც ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცეს.


„2015 წლის მარტის თვეში IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ყველა სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. ჯამში 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროს და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას“- ვკითხულობთ Megatv.ge-ზე.


რაც შეეხება Newposts.ge-ს, მან კიდევ ერთხელ გააჟღერა ორგანიზაციის მიერ გამოთქმული იმედი, რომ მომავალში გაუმჭვირვალე უწყებები დააკმაყოფილებენ IDFI-ის მოთხოვნებს და შედეგად აღარ იქნება ისეთი მანკიერი პრაქტიკის მაგალითები, როგორიც ორგანიზაციის თქმით განვლილი წლის განმავლობაში არსებობდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024

კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

14.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024