იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურება 2015 წელს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 დეკემბერი 2015

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების თანამდებობრივი სარგო, რომლებიც არჩეულნი არიან საქართველო პარლამენტის მიერ ან რომელიც დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უტოლდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შესაბამისად იუსტიციის საბჭოს ხსენებული წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2014 წლის პირველი იანვრიდან, შეადგენს 5000 ლარს. 2014 წლის პირველ იანვრამდე აღნიშნული ანაზღაურება 2 500 ლარს შეადგენდა.

IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად უზრუნველყო 2014 წლის პირველი იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის (რომლებიც არჩეულია საქართველო პარლამენტის მიერ ან დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გაორმაგებამ სახელფასო სისტემის დარეგულირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2015 წელს საბჭოს წევრებზე კვარტალში ერთხელ გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 5000 ლარის ოდენობის პრემია, ამასთან დამატებით იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს აგვისტოს თვეში მიღებული აქვთ 2500 ლარის, ხოლო ნოემბრის თვეში 1000 ლარის ოდენობის პრემია. შესაბამისად, 2015 წლის (იანვარი-ნოემბრის) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 73 500 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 55 000ლარს, ხოლო პრემია 18 500 ლარს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2014 წელსაც აქტიურად გაიცემოდა აღნიშნულ პირებზე პრემიები. კერძოდ, 2014 წელს თითოეულ წევრს მიღებული აქვს დაახლოებით 90 000 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 60 000 ლარს, ხოლო დანარჩენი პრემიას.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების (რომლებიც არჩეულია საქართველო პარლამენტის მიერ ან დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ), ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები გაორმაგდა, ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნულმა ვერ დაარეგულირა საბჭოს არამოსამართლე წევრების პრემირების პრაქტიკა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, მათთვის იუსტიციის საბჭოში საქმიანობისათვის გათვალისწინებულია ყოველთვიური დანამატი 700 ლარის ოდენობით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023