IDFI-ს კვლევა და რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავებაზე

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 17 თებერვალი 2016

საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ანტიკორუფციულ საბჭოს საქმიანობაში და ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული ღონისძიებების დაგეგმვის მხარდაჭერა. სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს - ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება.

 

მიუხედავად სტრატეგიის მიზნისა, ცალსახაა, რომ თვითმმართველ ორგანოებში კორუფცია სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს, საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში დღემდე არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობებში კორუფციული რისკების პრევენციის საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობები არ არიან ჩართული არც საქართველოს ანტი-კორუფციული საბჭოს საქმიანობაში.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა მოამზადა, რათა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, მიმოხილულ იქნას თვითმმართველობების მონაწილეობის საკითხები კორუფციის პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტებში და თვითმმართველობებში მოხდეს ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვის, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფისა და კორუფციის პრევენციის მიზნით ქმედითი მექანიზმების დანერგვა და აქტიური პოლიტიკის გატარება.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

 

სახელწიფოებში, სადაც კორუფციის დონე დაბალია (დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი, ა.შ.) არ არსებობს ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავების საჭიროება, ხოლო სახელმწიფოებში, სადაც კორუფციის შედარებით მაღალი დონე აღინიშნება (კენია) ანტი-კორუფციული სტრატეგია სახელმწიფო დოკუმენტს წარმოადგენს და თვითმმართველობებისთვის მრავალ ინიციატივას ითვალისწინებს.

 

ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოში გვხვდება ანტი-კორუფციული კომისია ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ინსტიტუტი, რომელიც ეროვნული მასშტაბით ახორციელებს ანტი-კორუფციულ საქმიანობას, კორუფციის ფაქტებზე მონაცემების შეგროვებასა და დაკვირვებას.

 

სახელმწიფოებში კორუფციის დონის მიხედვით ინიციატივები მნიშვნელოვნად განსახვავებულია, თუმცა იკვეთება ინიციატივები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გავრცელებული ანტი-კორუფციული მექანიზმებია და თვითმმართველობებისთვის შემუშავებული სამოქმედო გეგმების 90%-ში არის წარმოდგენილი, კერძოდ: მექანიზმები, რომელთა მიზანია საჯარო სექტორში ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა; ეთიკის კოდექსის დანერგვა; საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციულ საკითხებზე; სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა ანტიკორუფციულ საქმიანობაში და ამ მიზნით შესაბამისი ლიტერატურის გავრცელება, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, ტრენინგები, პრეზენტაციები; საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარირება.

 

ვხვდებით ტექნოლოგიებზე დამყარებულ ინოვაციურ პრაქტიკას: რიგ ქვეყნებში დანერგილია ანტიკორუფციული ცხელი ხაზის მექანიზმი (ნიდერლანდების სამეფო, მოლდოვა, იორდანია, სინგაპური), როდესაც საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდზე თუ სატელეფონო ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც კორუფციის ფაქტების შეტყობინება, ისე ამგვარ შემთხვევებზე ინფორმაციის მიღება. ასევე, ვხვდებით მზა ტესტებს, რომელიც ამოწმებს და ამაღლებს ანტიკორუფციულ ცოდნას (სინგაპური, მოლდოვა) და ინტერაქტიულ თამაშებს ბავშვებისთვის (სინგაპური) და ხელს უწყობს ბავშვებში მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

 

შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურების მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა, ისევე როგორც საჯარო მოხელეების, ცნობიერების ამაღლება კორუფციით გამოწვეული ზიანისა და პრევენციის მეთოდებზე. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფილი იყოს კორუფციის პრევენციის ისეთი საბაზისო მექანიზმები, როგორიც არის: საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა, ეთიკის კოდექსის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ანტიკორუფციულ საქმიანობაში, საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების გამართვა, ტესტირების პრაქტიკის გამოყენება, ცხელი ხაზის არსებობა, კორუფციული შემთხვევებისა და ეთიკური გადაცდომების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული მოხელეების პროფესიული უნარების გაზრდა და სხვა.

/public/upload/pdf/anticorruptionStrategiesforLocalGovernments.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023