კონკურსი/ტენდერი მონაცემთა ბაზის პლატფორმის შესაქმნელად

პროექტის - „საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის “ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებ-დეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, მონაცემთა ბაზის პლატფორმის შესაქმნელად.  

 

მონაცემთა ბაზის პლატფორმაზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია ღია ფორმატში (Open Data). სხვადასხვა ტიპის ფინანსური/სტატისტიკური მონაცემების ღია ფორმატში გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმაზე გარე მომხმარებლისთვის შესაძლებელი უნდა იყოს გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივი გრაფიკების აგება. 

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს (ვებ-დეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებ-დეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.

 

გთხოვთ სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Open Data Platform Bid. განცხადების მიღება ასევე ხდება დალუქული კონვერტით მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 12:00 საათი.

 

კომპანიის მიმართ ზოგადი მოთხოვნები

  

შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:

 

სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;

 

გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია

 

მონაცემთა ბაზა MySQL;

 

კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.

  

უსაფრთხოების მხრივ დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები.

 

სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს და გვერდის დიზაინისა შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებას და ToT ტრეინინგს.

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა;

 

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;

 

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;

 

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ;

 

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. 

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 3-4 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე. 

 

მსგავსი პლატფორმების მაგალითები:

 

1.      https://data.baltimorecity.gov/City-Government/Baltimore-City-Employee-Salaries-FY2015/nsfe-bg53/data

 

2.      http://new.datanest.sk/en/datasets/65

 

3.      https://mojepanstwo.pl/

 

4.      http://opendata.hu/

 

5.      http://costua.com/

 

6.      http://www.openbudget.in.ua/